პროექტი - რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ევროკავშირის მის ვან დერ როეს კონკურსის ნომინანტია

სტუდია 9-ის წარმატებული პროექტი, რესტორნების კომპლექსი „ წისქვილი“  ევროკავშირის მის ვან დერ როეს კონკურსის ნომინანტია. 

ამ პრესტიჟული არქიტექტურული კონკურსის ყურადღება თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე კომპლექსმა თავისი უნიკალური კონცეფციით მიიპყრო. რესტორანი-მუზეუმი „წისქვილი“  თანამედროვე არქიტექტურის ნომინაციაზეა წარდგენილი. 

ჟიურის წევრთა შეკრება პანდემიის პირობებში ვერ ხერხდება, ამის გამო 2021 წლის დაჯილდოება 2022 წლის მაისში გაიმართება ბარსელონაში.

წაიკითხეთ კონკურსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სტატია ჩვენი პროექტის შესახებ.