სტუდია 9-სა და იტალიურ კომპანია D73-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

ა.წ. 04 ივნისს სტუდია 9-სა და იტალიურ კომპანია D73-ს შორის  თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

კომპანია D73 არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით 2007 წლიდან საქმიანობს როგორც იტალიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ და უძღვება არაერთ რეგიონალური მნიშვნელობის პროექტს.

კომპანია D73-ის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ანდრეა ვიგანო გასულ კვირას სტუმრობდა ჩვენს დედაქალაქს. სტუდია 9-ს დირექტორთან- ბ-ნ ზურაბ წიკლაურთან ერთად მოეწერა ხელი შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც დაგეგმილია ერთობრივი პროექტების განხორციელება.

იტალიელი დიზაინერებით დაკომპლექტებული გუნდი ჩვენს დიზაინერებთან და არქიტექტორებთან ერთად იმუშავებენ კონკრეტულ პროექტებზე.

დღეიდან საშუალება გვექნება ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო კომპლექსური მომსახურება- ვილების, სასტუმროების, ინტერიერის დიზაინი იტალიელი პროფესიონალების ჩართულობით- კონცეფციის ეტაპიდან პროექტის სრულ რეალიზებამდე.