კატეგორიები
წისქვილის ბაზარი
Jun 29.2021 |

დედაქალაქის გასტრონომიულ რუკას 15 ივნისს "წისქვილი ჯგუფის" ახალი ობიექტი შეემატა- "წისქვილის ბაზარი"; ადგილი, სადაც ძველებური თბილისური ბაზარი ახალი კონცეფციით გაცოცხლდა.

ობიექტის ექსტერიერსა და ინტერიერზე "სტუდია 9"-ის გუნდმა და დიზაინერმა- ანი ფერიაშვილმა იმუშავეს.

იხილეთ სიუჟეტი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ლოკაციის საზეიმო გახსნიდან.

 

 

სრულად წაკითხვა
სტუდია 9-სა და იტალიურ კომპანია D73-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
Jun 30.2021 |

ა.წ. 04 ივნისს სტუდია 9-სა და იტალიურ კომპანია D73-ს შორის  თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

კომპანია D73 არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით 2007 წლიდან საქმიანობს როგორც იტალიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ და უძღვება არაერთ რეგიონალური მნიშვნელობის პროექტს.

კომპანია D73-ის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ანდრეა ვიგანო გასულ კვირას სტუმრობდა ჩვენს დედაქალაქს. სტუდია 9-ს დირექტორთან- ბ-ნ ზურაბ წიკლაურთან ერთად მოეწერა ხელი შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც დაგეგმილია ერთობრივი პროექტების განხორციელება.

იტალიელი დიზაინერებით დაკომპლექტებული გუნდი ჩვენს დიზაინერებთან და არქიტექტორებთან ერთად იმუშავებენ კონკრეტულ პროექტებზე.

დღეიდან საშუალება გვექნება ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო კომპლექსური მომსახურება- ვილების, სასტუმროების, ინტერიერის დიზაინი იტალიელი პროფესიონალების ჩართულობით- კონცეფციის ეტაპიდან პროექტის სრულ რეალიზებამდე.

სრულად წაკითხვა
„სტუდია 9“-სა და კომპანია „McInerney Hospitality International Georgia“ -ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება
Jun 30.2021 |

ა.წ. 06 აპრილს „სტუდია 9“-სა და კომპანია „McInerney Hospitality International Georgia“ -ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.

„McInerney Hospitality International Georgia“ არის ქართველი და ამერიკელი პარტნიორების მიერ დაფუძნებული კომპანია სასტუმროს სფეროს მართვის მიმართულებით.

დღეიდან დამკვეთებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესით, „სტუდია 9“ და მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯია ერთობლივად შესთავაზებენ მომსახურების სრულ სპექტრს წარმატებული ბრენდის შესაქმნელად. კომპანია „McInerney Hospitality International Georgia“ და მისი დირექტორი - მაია წერეთელი პროექტირების ეტაპზე ჩაერთვებიან ობიექტის დაგეგმარების პროცესში, რათა სასტუმრო მომზადდეს 3, 4 ან 5 ვარსკვლავიანი სტანდარტის დაცვით.

„McInerney Hospitality International Georgia“ -ს მომსახურება სასტუმროს გახსნისათვის მზადების ეტაპზე მოიცავს შემდეგი სახის საკონსულტაციო აქტივობებს:

მთლიანი სასტუმროს და მიმდებარე სივრცის

ფუნქციური დატვირთვის საკითხები

სახანძრო, სანტექნიკის და გათბობა-კონდიცირების

საკითხები

ტექნიკური, IT და უსაფრთხოების საკითხები

კონსულტაცია სამუშაო და სტუმრებისთვის

განკუთვნილი ფართების გეგმარებისას

ნომრების კატეგორიებად დაყოფა, სანომრე ფონდის

სრული შემადგენლობის სათანადო გადანაწილება

სასტუმროს კვების ობიექტების და სასტუმროს

სამზარეულოს გეგმარების საკითხებში კონსულტაცია

დანადგარების და აღჭურვილობის ჩათვლით

კადრების შერჩევა და ტრენინგი

სასტუმროს განყოფილების მომზადება გახსნისათვის

ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ არქიტექტურას, არამედ წარმატებულ ბიზნეს მოდელს!

სრულად წაკითხვა
პროექტი- რესტორნების კომპლექსი „ წისქვილი“ ევროკავშირის მის ვან დერ როეს კონკურსის ნომინანტია
Jun 30.2021 |

სტუდია 9-ის პროექტი- რესტორნების კომპლექსი „ წისქვილი“  ევროკავშირის მის ვან დერ როეს კონკურსის ნომინანტია.  ამ პრესტიჟული არქიტექტურული კონკურსის ყურადღება თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე კომპლექსმა თავისი უნიკალური კონცეფციით მიიპყრო. რესტორანი- მუზეუმი „წისქვილი“  თანამედროვე არქიტექტურის ნომინაციაზეა წარდგენილი.  ჟიურის წევრთა შეკრება პანდემიის პირობებში ვერ ხერხდება, ამის გამო 2021 წლის დაჯილდოება 2022 წლის მაისში გაიმართება ბარსელონაში.  

წაიკითხეთ კონკურსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სტატია ჩვენი პროექტის შესახებ.

 

https://eumiesaward.com/work/4522?fbclid=IwAR0BvJwRSBhjDqZ7C6Fh-LbdC6dB7xySRfwlwa01uMG4G4IT19SVYZ6j06Y

სრულად წაკითხვა
რესტორნების კომპლექსი
Jun 30.2021 |

სტუდია 9-ის პროექტი - რესტორნების კომპლექსი "წისქვილი", გამოქვეყნდა Archdaily-ზე. გაეცანით სტატიას ლინკზე.

https://www.archdaily.com/956767/tsiskvili-restaurant-complex-studio-9?utm_source=dlvr.it&utm_medium=facebook

სრულად წაკითხვა
სალექციო კურსი 3D ვიზუალიზაციასა და მოდელირებაში
Jun 30.2021 |

სალექციო კურსი 3D ვიზუალიზაციასა და მოდელირებაში- დაეუფლე ერთერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალშემოსავლიან პროფესიას არქიტექტურულ სფეროში.

 

კურსის ტრენერი: გიორგი გონდაური- 15 წლიანი გამოცდილება არქიტექტურულ ვიზუალიზაცასა და მოდელირებაში.

კურსის ხანგრძლივობა: 10 ლექცია (20 სთ)

სალექციო კურსის ღირებულება შეადგენს 650 ლარს.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა "სტუდია 9"-ის სერტიფიკატი.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტს საშუალება ექნება გაიაროს 1 თვიანი სტაჟირება "სტუდია 9" - ის ოფისში ამ სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებთან ერთად.

ლექცია 1

ტრენერის და 3Ds max-ის გაცნობა

3d ვიზუალიზაციის განხილვა

3d პროგრამები და მათი შედარებები

3დ მაქსის განხილვა

ლექცია 2

ობიექტებთან მუშაობა და განხილვა

პრიმიტიული და რთული ობიექტები

ხაზების განხილვა

ხაზების შექმნა

მოდიფიკატორები და მათთან მუშაობა

დავალება: ხაზების და ობიექტების განლაგება

ლექცია 3

რენდერი

3Ds max-ს რენდერის ნაირსახეობები და მათი შედარებები

კამერა და მათი შექმნა/განხილვა

კორონა განათებები

დავალება: შექმენით ობიექტი, კამერა და განთება

ლექცია 4

მატერიალები HDRI განათება და Corona Sky

მატერიალების განხილვა და შექმნა

HDRI განათების შექმნა და მისი გამოყენების წესები

კორონა ცა და მისი გამოყენების წესები

დავალება: შექმენი სცენა HDRI განათებით

ლექცია 5

კლონირება და გამრავლების პრინციპები

კლონირების გამოყენება

კლონირებული ტექსტის შექმნა

ტექსტის დამუშავება მოდიფიკატორებით

დავალება: ტექსტის შექმნა

ლექცია 6

მოდელირება და პოლიგონები (Edit poly)

Edit poly სისტემის განხილვა

Edit poly-ში მოდელირება

ობიექტის შექმნა პოლიგონების დახმარებით

დავალება: ობიექტის მოდელირება

ლექცია 7

MERGE და Import/Export მოცულობის იმპორტირება და ექსპორტი

Import 3ds ფაილის შემოტანა სცენაში

Merge მოცულობის შემოტანა

Asset Tracking - ტექსტურების მოძიება/მინიჭება

Export მოცულობის შენახვა სხვა სცენისთვის

Save Selected მონიშნული ობიექტის შენახვა

Archive სცენის არქივაცია

ლექცია 8

Proxy (ოპტიმიზაცია)

Proxy-ის განხილვა

Proxy ობიექტის შექმნა და დამუშავება

სცენის ოპტიმიზაცია და შემსუბუქება

დავალება: პროქსის შექმნა

ლექცია 9

ობიექტების გამრავლება ღერძზე და სცენის შექმნა

Spacing Tool ღერძზე განლაგება ობიექტის

იერარქიის განხილვა

ობიექტის მიმაგრება სხვა ობიექტზე

ნახაზიდან ცსენის შექმნა და ავეჯის შეტანა

ლექცია 10

Corona Rendering (კორონა რენდერის განხილვა. დაჯგუფება/განჯგუფება და ფენებზე მუშაობა.

Group-ის განხილვა

Layers-ის განხილვა, შექმნა და მუშაობა

განყოფილება Display

Resource Collector. სცენის შენახვა/თავმოყრა ტექტურებთან ერთად, ერთ პაპკაში

კორონა რენდერის განხილვა

რენდერისთვს სცენის გამზადება

კორონა განათება

კორონა კამერა

დავალება: ინტერიერის მოწყობა და რენდერი3D

სრულად წაკითხვა