წისქვილის რესტორნების კომპლექსი
პროექტის შესახებ
მუზეუმ-რესტორანი არის ერთგვარი არქიტექტურის ენით გადმოცემული ისტორია და თანამედროვეობა. პროექტის კონცეფციაში ჩადებულია არქიტექტურული გადაწყვეტის კომპლექსურობა: ლანდშაფტის, ექსტერიერის, ინტერიერისა და შიდა ეზოს ერთიან სივრცედ წარმოდგენა, მისი ერთიანი აღქმა. არქიტექტორის ამ მიდგომით ექსტერიერიდან აღიქმება ინტერიერი და პირიქით. მუზეუმ-რესტორანში ტრადიციული და თანამედროვე მასალების მონაცვლეობით და კომპლექსის თვითოეული დეტალით შექმნილია არქიტექტურული შემოქმედებითი იდეა და მისი გადაწყვეტა.
საპროექტო ადგილის სირთულიდან გამომდინარე ავტორის მიზანი იყო იერსახის, მასშტაბის, პროპორციის, სტრუქტურის ზუსტი გააზრებითა და ბალანსით, არქიტექტურისა და ლანდშაფტის შეთანწყობით, ასევე ძველისა და ახალის შერწყმით შექმნილიყო მუზეუმ-რესტორანი, რომელიც გახდებოდა არამარტო კვების თანამედროვე ობიექტი, არამედ ქალაქის მონახულების ერთ-ერთი საინტერესო ადგილი, ერთგვარი ტურისტული ცენტრი