შეხვედრა Kalzip-თან – ფასადებისა და გადახურვის ახალი სტანდარტი საქართველოში - Studio 9
კონტაქტი Eng

შეხვედრა Kalzip-თან – ფასადებისა და გადახურვის ახალი სტანდარტი საქართველოში

Kalzip-ის ღონისძიებაზე გავეცანით ფასადებისა და გადახურვის უახლეს სისტემებს, რომლებიც აერთიანებს გამძლეობას, ეფექტიანობასა და ესთეტიკურ ხარისხს. ალუმინის მსუბუქი სისტემები გათვლილია ნებისმიერი კლიმატისთვის და სრულად ერგება საქართველოს მრავალფეროვან გარემო პირობებს.

Kalzip-ის ექსკლუზიური პარტნიორის სტატუსით Studio 9 უზრუნველყოფს ამ მასალების იმპორტსა და ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომობას. ეს თანამშრომლობა საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს და მაღალტექნოლოგიური მასალებით ახალ სტანდარტს აყალიბებს.

ღონისძიება ასევე იყო ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელმაც კიდევ უფრო გაამყარა პროფესიული კავშირები.