წისქვილი – ევროკავშირის მის ვან დერ როე 2022-ის კონკურსის ნომინანტია

პროექტის შესახებ
სტუდია 9-ის წარმატებული პროექტი, რესტორნების კომპლექსი „ წისქვილი“ ევროკავშირის მის ვან დერ როეს კონკურსის ნომინანტია.
ამ პრესტიჟული არქიტექტურული კონკურსის ყურადღება თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე კომპლექსმა თავისი უნიკალური კონცეფციით მიიპყრო. რესტორანი-მუზეუმი „წისქვილი“ თანამედროვე არქიტექტურის ნომინაციაზეა წარდგენილი.
