პროექტები

წისქვილის „თეატრი“ უნიკალური და მრავალფუნქციური სივრცე

წისქვილის „თეატრი“ უნიკალური და მრავალფუნქციური სივრცეა, რომლის მთავარი ხიბლიც არის ინტერიერიდან ექსტერიერში გადასვლა. თეატრში შესვლისას თქვენ ხვდებით ვესტიბიულში რომელიც მავრიტანული სტილის შეისრული თაღებით შეიქმნა. 

ქვედა სართული გარდერობია რომელიც ერთგვარ საგამოფენო პავილიონს წარმოადგენს. გარდერობის ინტერიერში ბეტონი, ქართული აგური ბუნებრივი ქვა არის გამოყენებული და შეტანილია აქტიური წითელი აქცენტი.

ვესტიბიულიდან ასევე მოხვდებით დარბაზში რომელიც 400 სტუმარზეა გათვლილი. ამ სივრცისთვის არჩეულია მინიმალისტური სტილი და კლასიკა მინიმალიზმში. ამ სივრცეში გამორჩეულ და ცენტრალურ ადგილს იკავებს სცენა, რომელიც ყურადღებას იქცევს კლასიკური თეატრის წითელი ფარდით და მოოქრული ჩარჩოთი.

დარბაზში არის აივანი რომელსაც „ქეთო და კოტე“-ს აივანი შეერქვა. დარბაზის ძირითად სივრცეში ნახავთ კონსტანტინე სომოვის კომპოზიციასაც, რომლის გამოყენების უფლებაც საგანგებოდ შევიძინეთ. ტილო ერთ მთლიან კედელს იკავებს. დარბაზს კიბით უკავშირდება ანტრესოლი, მეორე სართულზე ასევე განთავსებულია მაგიდები და საგამოფენო კედლები.

კიბის გასწვრივ მხატვრობა ვახო მეგრელიშვილსა და მერაბ ჩაკვეტაძეს ეკუთვნით. „თეატრში“ დიდი დატვირთვა აქვს ფერებს, მთავარი კლასიკური ფარდის ფერი – წითელია, რომელმაც გავლენა მოახდინა ავეჯის ფერზე, თაღების ვიტრაჟებზე და დარბაზში არსებულ სხვადასხვა საგნებზე.

ამ სივრცეში უდიდესი მნიშვნელობა აქვს განათებასაც. ის აძლევს რეჟისორს საშუალებას, რომ გარემო შეცვალოს და სასურველი ეფექტი მიიღოს. სივრცე აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.

ლოკაცია: ქ.თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა

პროექტის ავტორი: მამუკა ჩხაიძე

სტატუსი: დასრულებული