სერვისები
არქიტექტურა - Studio 9
- წინასაპროექტო კვლევების ჩატარება, შესაბამისი გადაწყვეტებისათვის ქალაქგეგმარებითი დასკვნისა და დასაბუთების სრული დოკუმენტაციის მომზადება;
- რეკომენდაციების შემუშავება, ესთეტიური და არქიტექტურულ-სივრცითი გადაწყვეტების ვარიანტების წარდგენა;
- გადაწყვეტების კონცეპტუალური (ესკიზური) ვარიანტების მომზადება, შესაბამისი ესთეტიური, ფუნქციონალური და მოცულობითი გადაწყვეტების დამუშავება;
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისათვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება (კვლევები, დასაბუთება, ვიზუალური მასალა);
- არქიტექტურული პროექტირების მეორე სტადიის-არქიტექტურული პროექტის სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება;
- არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის მომზადება;
- არქიტექტურული პროექტირების მესამე სტადიის –მშენებლობის ნებართვის მოპოვებისათვის სრული დოკუმენტაციის მომზადება;
- გრგ-ს (განაშენიანების რეგულირების გეგმა) და გდგ-ს (განაშენიანების დეტალური გეგმა) დამტკიცებისათვის ორივე სტადიის სრული დოკუმენტაციის მომზადება; სამშენებლო არეალის ქალაქგეგმარებითი დამუშავება, კონცეპტუალური გადაწყვეტების შემუშავება
![](https://studio9.ge/wp-content/uploads/2023/05/არქიტექტურის-სახელოსნო2-scaled.jpg)
![](https://studio9.ge/wp-content/uploads/2023/05/OGP_2854-scaled.jpg)
![](https://studio9.ge/wp-content/uploads/2023/05/OGP_2881-scaled.jpg)