პროექტი - რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ევროკავშირის მის ვან დერ როეს კონკურსის ნომინანტია
სტუდია 9-ის წარმატებული პროექტი, რესტორნების კომპლექსი „ წისქვილი“ ევროკავშირის მის ვან დერ როეს კონკურსის ნომინანტია.
ამ პრესტიჟული არქიტექტურული კონკურსის ყურადღება თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე კომპლექსმა თავისი უნიკალური კონცეფციით მიიპყრო. რესტორანი-მუზეუმი „წისქვილი“ თანამედროვე არქიტექტურის ნომინაციაზეა წარდგენილი.
ჟიურის წევრთა შეკრება პანდემიის პირობებში ვერ ხერხდება, ამის გამო 2021 წლის დაჯილდოება 2022 წლის მაისში გაიმართება ბარსელონაში.