SELECTED PROJECTS

შატო კოლხი

“შატო კოლხი” მდებარეობს ვანის რაიონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში. საპროექტო კონცეფცია მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება ღვინის წარმოება, ასევე ფუნქციურად დაკავშირებული იქნება ვანის რაიონის ანტიკური ხანის მემკვიდრეობასთან, კერძოდ დაკარგული ყურძნის ჯიშების აღდგენასა და ღვინის ძველი მეთოდით დაყენების კულტურასთან. პროექტის მიზანია მრავალფუნქციურ კომპლექსში მომსვლელმა და დამსვენებელმა, გარდა ღვინის წარმოებისა, გაეცნოს ღვინის დაყენების ძველ და ახალ კულტურას, დაათვალიეროს ვაზის ჯიშების ნაირსახეობა და დასვენებასთან ერთად გაეცნოს ვანის კულტურულ მემკვიდრეობას.

მისამართი : საქართველო, ვანის რაიონი, სოფელი დიხაშხო

თარიღი: 2024

სტატუსი: მიმდინარე