კონტაქტი Eng

აგროჰაბის პროექტი Architizer A+ Awards-ის გამარჯვებულია!

  • ივლ 25 / 2025
  • 504

ჩვენი არქიტექტურული პროექტი „აგროჰაბი სანაპიროზე“ Architizer A+ Awards 2025-ის გამარჯვებული გახდა Mixed Use კატეგორიაში და მიიღო როგორც ჟიურის, ისე ხალხის რჩეულის ჯილდო!
აგროჰაბი უნიკალური სივრცეა, რომელიც აერთიანებს ჰიპერმარკეტს პირველ სართულზე, ღია პარკინგს და ტერასულ რესტორანს ქალაქის ხედებით. შენობა დამუშავებულია ისე, რომ მაქსიმალურად მოერგოს სანაპიროს ბუნებრივ რელიეფს და განწყობას, არქიტექტურაში კი ქალაქის და ლანდშაფტის კონტექსტის გათვალისწინება მნიშვნელოვანი ამოსავალი წერტილი აღმოჩნდა.
პროექტში გამოყენებულია გამძლე რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, დეკორატიული დეტალებით მეტალის მოპირკეთება და დიდი ზომის მინის ფასადები, რაც შენობას ვიზუალურად ღია და მსუბუქ იერს აძლევს. ფასადზე განთავსებული გამორჩეული გარე კიბე, რომელიც თბილისის ეზოების ხასიათს უკავშირდება, შენობას მყარი არქიტექტურული ჟესტით ავსებს.
ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს სურვილს, შევქმნათ პროექტები, რომლებიც ფუნქციურობასთან ერთად ქალაქის არქიტექტურულ ენასაც ავითარებენ. დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მხარდამჭერს და ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა.

უფრო ბევრი სტატია

ყველა
ყველა
ინტერიერის დიზაინის ტრენდები
  • თებ 26 / 2026
  • 11
7 ტრენდული ფერი ინტერიერის დიზაინში 2026 წელს
ინტერიერის დიზაინის ბიუჯეტის დაგეგმვა
  • თებ 25 / 2026
  • 19
როგორ დავგეგმოთ ინტერიერის დიზაინის ბიუჯეტი – 7 რჩევა ,,სტუდია 9”-სგან
რემონტის შეცხდომები
  • თებ 24 / 2026
  • 21
4 შეცდომა რემონტის დროს – რა ავიწყდებათ ყველაზე ხშირად?
არქიტექტურული კომპანიის შერჩევის ფაქტორები
  • თებ 17 / 2026
  • 39
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო არქიტექტურული კომპანია თქვენი პროექტისთვის
Modern eco-friendly kitchen with green cabinetry and natural wood accents, brightened by large glass windows.
  • იან 8 / 2026
  • 202
სამზარეულოს დიზაინი 2026: ფუნქციური ესთეტიკა და თანამედროვე ტენდენციები
Contemporary bathroom with beige tones, modern fixtures, and minimalist design at Studio 9.
  • იან 5 / 2026
  • 197
აბაზანის დიზაინი 2026: ტრენდები & რჩევები
Eco-friendly green house with wooden accents, large windows, surrounded by trees, modern sustainable architecture.
  • იან 5 / 2026
  • 138
მწვანე არქიტექტურა და მისი უპირატესობები