კონტაქტი Eng

ბინის ინტერიერის დიზაინი თბილისში: მცირე ფართიდან მაქსიმუმის მისაღებად

პატარა ფართის ინტერიერის დიზაინი
  • მარ 9 / 2026
  • 6

იმისათვის, რომ მცირე ზომის ბინა მყუდრო საცხოვრებელ სივრცედ იქცეს, საჭიროა იმ ვიზუალური ხერხების გათვალისწინება, რომლებიც ინტერიერის დიზაინში წლების განმავლობაში მკვიდრდებოდა და დღეს კვლავ აქტიურად გამოიყენება. ამ რამდენიმე მარტივი პრინციპის დაცვით, რომლებსაც ,,სტუდია 9” ბლოგში გაგიზიარებთ, შესაძლებელია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სივიწროვე ნაკლებად იგრძნობა და ბინა იმაზე ვრცელი ჩანს, ვიდრე ის სინამდვილეშია.

გამოიყენეთ ოთახის სიმაღლე სივრცის ვიზუალური ეფექტის გასაზრდელად

ოთახის მოცულობასა და მის აღქმას უპირველესად სივრცის სიმაღლე განსაზღვრავს. შესაბამისად, პატარა ფართობის ბინის მოწყობისას მნიშვნელოვანია, რომ ეს მახასიათებელი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. მაგალითად, დეკორატიული ელემენტები და თაროები კედლების ზედა ნაწილებში თუ განთავსდება, ოთახი უფრო მაღალი გამოჩნდება და სივრცის აღქმაც შეიცვლება. 

ამ ეფექტს ინტერიერში სწორად გამოყენებული ფარდებიც აძლიერებს. უმჯობესია, რომ ფარდები ფანჯრის ჩარჩოს ნაცვლად, ჭერის სიმაღლიდან ეშვებოდეს. მთელ სიმაღლეზე გაშლილი ქსოვილი კედელს ორ ნაწილად არ ყოფს და სივრცეს ვიზუალურად უფრო ვრცელს აჩენს. 

შეარჩიეთ ისეთი ავეჯი, რომელიც იატაკის ხილვადობას შეინარჩუნებს

პატარა ბინისთვის ავეჯი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს. მასიური ნივთები, რომლებიც მთლიანი კონსტრუქციით იატაკზე თავსდება, სივრცის ერთიანობას არღვევს და ოთახს ვიზუალურად აპატარავებს. ამის საპირისპიროდ, თხელ ფეხებზე მდგარი დივნებისა თუ კარადების ქვეშ იატაკის ზედაპირი კვლავ მოჩანს, რაც ქმნის ილუზიას, რომ ოთახი ბევრად უფრო ვრცელია, ვიდრე სინამდვილეში.

განათავსეთ სარკე ფანჯრის მოპირდაპირე კედელზე

ინტერიერის დიზაინში სარკეებს, დეკორატიული დანიშნულების გარდა, სივრცის გაფართოების მიზნითაც იყენებენ. სწორ ადგილას ჩამოკიდებული სარკე არეკლილ სინათლეს მთელ ოთახში ფანტავს, ბნელ ადგილებს ანათებს და სივრცეს სიღრმეს მატებს. რეკომენდებულია, რომ სარკე განთავსდეს ფანჯრის მოპირდაპირე კედელზე, რადგან იქიდან შემოსული ბუნებრივი შუქი მთელ ფართობზე თანაბრად განაწილდება.

ფუნქციური ზონების გასამიჯნად გამოიყენეთ ვიზუალური ხერხები 

მცირე ბინაში გამყოფი კედლების აშენება არ არის რეკომენდებული, რადგან ისინი გამოსაყენებელ ფართობს ამცირებს. ამიტომ, ფუნქციური ზონების გამოსაყოფად უმჯობესია ვიზუალური ხერხების გამოყენება. მაგალითად, მოსასვენებელ კუთხესთან ხალიჩას თუ დააფენთ, ის სივრცეს შეკრავს და ოთახის დანარჩენი ნაწილებისგან გამოყოფს. 

სივრცის ზონირებისთვის ინტერიერში აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სიმაღლეზე დამონტაჟებული სანათები. როდესაც თითოეულ ზონას თავისი დამოუკიდებელი განათება აქვს, ოთახი აღარ აღიქმება როგორც ერთი პატარა სივრცე. 

ინტერიერის დიზაინი თბილისში

გამოიყენეთ მუქი ფერები ინტერიერში

სივრცის აღქმაზე დიდ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფერთა გამაც. ხშირად, პატარა ფართობის ბინების ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ღია ტონებშია ხოლმე გადაწყვეტილი და მუქი ფერები ნაკლებად გამოიყენება. სინამდვილეში, მუქ ტონალობებს უნიკალური უნარი აქვს – შთანთქავს სინათლეს და კედლების კუთხეებს ნაკლებად შესამჩნევს ხდის, რის გამოც რთული ხდება იმის დადგენა, თუ ზუსტად სად მთავრდება ერთი კედელი და იწყება მეორე.  შედეგად, მცირე ფართობი აღარ აღიქმება როგორც ჩაკეტილი სივრცე და ის ბევრად უფრო ვრცელი ჩანს.

თუმცა, ამ ეფექტის მისაღებად აუცილებელია მუქი ტონების სწორი შეხამება განათებასთან. რეკომენდებულია, რომ სივრცეში იყოს არა ერთი ცენტრალური ჭაღი, არამედ რამდენიმე სხვადასხვა წერტილოვანი სანათი. კედლის სანათები და დეკორატიული განათებები მუქ ზედაპირზე მოხვედრისას ჩრდილებს ქმნის, რის შედეგადაც იქმნება მყუდრო გარემო, სადაც ოთახის სიმცირე შეუმჩნეველი ხდება. 

შეარჩიეთ მრავალფუნქციური ავეჯი და ნივთები

დაბოლოს, პატარა ბინის ინტერიერში გამოყენებული უნდა იყოს ერგონომიული და მრავალფუნქციური ავეჯი. მაშინ, როცა საცხოვრებელი ფართობი შეზღუდულია, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ნივთს ფუნქციური დატვირთვა ჰქონდეს და სასურველია, რამდენიმე დანიშნულებასაც ითავსებდეს. მაგალითად, სტუდიოს ტიპის ბინაში სასადილო და ჟურნალების მაგიდების ცალ-ცალკე განთავსება რთულია. ამის ნაცვლად, შეიძლება შეარჩიოთ მაგიდა, რომელიც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იშლება. იგი დღის განმავლობაში დიდ ადგილს არ დაიკავებს, საჭიროების შემთხვევაში კი სასადილო მაგიდად გადაკეთდება.

ბინის ინტერიერის დიზაინი თბილისში

მცირე ფართობის ბინაში დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ყოველთვის მკაფიოდ ჩანს, რაც საბოლოოდ ცხოვრების ხარისხსა და კომფორტზეც აისახება. ამიტომ, ინტერიერის დიზაინის დაგეგმვის, შექმნისა და განხორციელების ეტაპებზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სიზუსტე და პროფესიონალიზმი. ,,სტუდია 9″ უკვე 12 წელზე მეტია არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში საქართველოში წამყვანი კომპანიაა, რომელიც პროფესიონალთა გუნდს აერთიანებს.

ინტერიერის დიზაინზე მუშაობის პროცესი რამდენიმე თანმიმდევრულ ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად იქმნება ვიზუალური კონცეფცია და „მუდბორდი“, რასაც მოჰყვება დეტალური ტექნიკური ნახაზები და 3D ვიზუალიზაცია. ნახაზებში გაწერილია ავეჯის განლაგება, სინათლის წერტილები და ელექტრობა. ეს დოკუმენტაცია პროექტის სრული სურათის დანახვისა და სამუშაოების ზუსტად დაგეგმვის საშუალებას იძლევა, რაც გამორიცხავს გაუგებრობებს რემონტის დროს.

დამკვეთების სიმშვიდისთვის შევქმენით სერვისი „რემონტის მენეჯერი“. ამ დროს მთელ პროცესს ერთი პასუხისმგებელი პირი მართავს. მენეჯერი ადგენს სამუშაოების ლოგიკურ გეგმას, აკონტროლებს ბიუჯეტს და უზრუნველყოფს მასალების დროულ მოწოდებას. გარდა ამისა, კომპანია პასუხისმგებლობას იღებს შესრულებული სამუშაოების ხარისხზე და გასცემს შესაბამის გარანტიებს.

„სტუდია 9“-ის გამოცდილება აჩვენებს, რომ სწორი დიზაინით სივრცის შეზღუდულობა შესაძლებლობად იქცევა. პროფესიული ცოდნა გვეხმარება, ნებისმიერი ფართობი ისე დავგეგმოთ, რომ საბოლოოდ ჰარმონიული და ფუნქციური საცხოვრებელი მივიღოთ.

დაგვიკავშირდი და მიიღე სრული არქუტექტურული მომსახურება, შექმენი სივრცე რომელიც ყოველდღიურობას ამრავალფეროვნებს.

უფრო ბევრი სტატია

ყველა
ყველა
რემონტის შეცხდომები
  • თებ 24 / 2026
  • 63
4 შეცდომა რემონტის დროს – რა ავიწყდებათ ყველაზე ხშირად?
ინტერიერის დიზაინის ტრენდები
  • თებ 26 / 2026
  • 22
7 ტრენდული ფერი ინტერიერის დიზაინში 2026 წელს
ინტერიერის დიზაინის ბიუჯეტის დაგეგმვა
  • თებ 25 / 2026
  • 33
როგორ დავგეგმოთ ინტერიერის დიზაინის ბიუჯეტი – 7 რჩევა ,,სტუდია 9”-სგან
Modern eco-friendly kitchen with green cabinetry and natural wood accents, brightened by large glass windows.
  • იან 8 / 2026
  • 239
სამზარეულოს დიზაინი 2026: ფუნქციური ესთეტიკა და თანამედროვე ტენდენციები
Contemporary bathroom with beige tones, modern fixtures, and minimalist design at Studio 9.
  • იან 5 / 2026
  • 223
აბაზანის დიზაინი 2026: ტრენდები & რჩევები