ქალაქგეგმარება
„სტუდია 9“-ში ქალაქს განვიხილავთ, როგორც ცოცხალ, ევოლუციურ ორგანიზმს, რომელიც სისტემურ მიდგომას მოითხოვს. ჩვენი ურბანული დაგეგმარების ფილოსოფია ორიენტირებულია ისეთი მდგრადი და ადამიანზე მორგებული გარემოს შექმნაზე, რომელიც აბალანსებს ისტორიულ მემკვიდრეობასა და მომავალი თაობების საჭიროებებს.

გენერალური გეგმები
ქალაქებისა და დასახლებების სივრცითი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტები.
განაშენიანების რეგულირების გეგმები (გრგ)
კონკრეტული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დეტალური გეგმები.
ურბანული რეგენერაცია
დეგრადირებული ურბანული ზონების გაჯანსაღება და მათი თანამედროვე ცხოვრებაში ინტეგრირება.
ურბანული დაგეგმარება
- ქალაქების გენერალური გეგმები
- შერეული დანიშნულების უბნების დაგეგმარება
- მიწათსარგებლობის სტრატეგიები და ზონირება
ჩვენი პროცესი
- ურბანული კონტექსტის და დაინტერესებული მხარეების კვლევა
- მობილობის, სიმჭიდროვისა და ფუნქციური საჭიროებების შეფასება
- ხედვის შექმნა და ეტაპობრივი განვითარების სტრატეგია
- ლანდშაფტის და ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია
- საპროექტო დოკუმენტაცია და 3D მოდელირება
- გარემოზე ზემოქმედების შეფასება
- საზოგადოებაზე ორიენტირებული დაგეგმარება
- მასშტაბირებადი განვითარების ჩარჩოები
სტუდიის ფილოსოფია
ურბანული დაგეგმარება „სტუდია 9“-ისთვის ქალაქის წარსულისა და მომავლის დაბალანსების ხელოვნებაა. ქალაქს განვიხილავთ, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც ჭკვიანურ და შორსმჭვრეტელ მიდგომას მოითხოვს. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც პასუხობს მომავლის გამოწვევებს და ამავდროულად ინარჩუნებს თავის უნიკალურ კულტურულ იდენტობას.
ჩვენი ხედვა ადამიანზეა ორიენტირებული. ჩვენთვის პრიორიტეტია ქვეითთა მობილობა, გამწვანება და მულტიფუნქციური სივრცეები. გენერალური გეგმა ჩვენთვის მხოლოდ რეგულაციების კრებული არ არის; ეს ქალაქის განვითარების სტრატეგიული გზამკვლევია. კვლევისა და ინოვაციური დიზაინის სინთეზით, ჩვენ ვქმნით ქალაქებს, რომლებიც აძლიერებს ეკონომიკას, აახლოებს ადამიანებს და ჰარმონიაშია ბუნებასთან.


