რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“

რესტორანების კომპლექსი „წისქვილი“ მდებარეობს ქ. თბილისში, ა. ბელიაშვილის ქ-ზე მდინარე მტკვრის სანაპიროზე 4825 კვ.მ ტერიტორიაზე. კომპლექსის მშენებლობა დაიწყო  2002  წლიდან და გაგრძელდა 2020 წლის თებერვლამდე. რესტორანი დაპროექტდა მდინარე მტკვრის სანაპიროზე რეალურად არსებული წყლის მინი წისქვილის ტერიტორიაზე.

რეალურად მუზეუმ-რესტორანი არის ერთგვარი არქიტექტურის ენით გადმოცემული ისტორია და თანამედროვეობა. პროექტის კონცეფციაში ჩადებულია არქიტექტურული გადაწყვეტის კომპლექსურობა: ლანდშაფტის, ექსტერიერის, ინტერიერისა და შიდა ეზოს ერთიან სივრცედ წარმოდგენა, მისი ერთიანი აღქმა. არქიტექტორის ამ მიდგომით ექსტერიერიდან აღიქმება ინტერიერი და პირიქით. მუზეუმ-რესტორანში  ტრადიციული და თანამედროვე მასალების მონაცვლეობით და კომპლექსის თვითოეული დეტალით შექმნილია არქიტექტურული შემოქმედებითი იდეა და მისი გადაწყვეტა.

 

რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“  ნომინირებულია  ევროკავშირის მის ვან დერ როეს 2022 წლის  პრიზზე, ნომინაცია- თანამედროვე არქიტექტურა.