კონტაქტი Eng

4 შეცდომა რემონტის დროს – რა ავიწყდებათ ყველაზე ხშირად?

რემონტის შეცხდომები
  • თებ 24 / 2026
  • 19

სახლის განახლება ან ახალი ბინის მოწყობა საკმაოდ დიდ მომზადებას მოითხოვს და ზოგჯერ გარკვეულ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ პროცესში ბევრი ადამიანი ერთი და იგივე გამოწვევის წინაშე დგება, რაც საბოლოოდ რესურსების, დროისა და ფინანსების, არასწორ ხარჯვას იწვევს. ეს პრობლემები განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც რემონტი მანამდე არ წარუმართავს და ამ მიმართულებით გამოცდილება ნაკლებად აქვს.

შეცდომა N1: რემონტი მკაფიო გეგმის გარეშე

სამუშაოების დაწყება მკაფიო ხედვის გარეშე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ხშირად, არსებობს მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს საბოლოო რემონტი. ეს კი, თავის მხრივ, სამუშაოების მსვლელობისას მუდმივი ცვლილებების საჭიროებას აჩენს, რაც დამატებით დროსთან და სხვადასხვა გაუთვალისწინებელ ხარჯთან არის დაკავშირებული.

როდესაც დეტალური გეგმა არ არსებობს, რთულდება რეალური შესაძლებლობების სათანადოდ შეფასება. მაგალითად, იდეები, რომლებიც ინტერნეტში ნანახ ფოტოებზე ეფექტურად გამოიყურება, კონკრეტულ სივრცეში შეიძლება სრულიად არაპრაქტიკული ან ტექნიკურად რთული შესასრულებელი აღმოჩნდეს. ამიტომ, გეგმის მომზადებისას აუცილებელია ოთახების ზომების, კომუნიკაციების მდებარეობისა და სხვა ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინება.

შეცდომა N2: შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების არასწორი თანმიმდევრობა

სარემონტო სამუშაოების არასწორი თანმიმდევრობა ხშირად სერიოზული სირთულეების მიზეზი ხდება. გვხვდება შემთხვევები, როცა თავდაპირველად სრულდება ის, რაც პროცესის ბოლოს უნდა გაკეთებულიყო. მაგალითად, კედლების შეღებვა ელექტრობის მოწესრიგებამდე ან იატაკის დაგება სანტექნიკის სამუშაოების დასრულებამდე სრულად გაუმართლებელია და აფერხებს პროცესს. 

ასეთივე ქაოსს იწვევს ვადების განუსაზღვრელობაც. როცა ნათელი არ არის, რომელი ეტაპი რამდენ დროს მოითხოვს და როდის უნდა ჩაერთონ საქმეში სხვადასხვა პროფილის პროფესიონალები, სამუშაოები ჭიანურდება. ამ დროს ერთი ხელოსანი მეორეს ელოდება, მასალების მოტანა დროულად არ ხდება და შედეგად, პროცესზე კონტროლი იკარგება.

შეცდომა N3: მასალების არასწორად შერჩევა და მართვა

მასალების შერჩევისას, ზოგჯერ პრიორიტეტი ეკონომიაა, რაც შეიძლება სამომავლოდ დამატებითი ხარჯების მიზეზი გახდეს. თავდაპირველად, დაბალი ხარისხის მასალები ნაკლებ დანახარჯს გულისხმობს, მაგრამ არსებობს რისკი, რომ ისინი მალე დაზიანდება და შეცვლა გახდება საჭირო. ფილებისა და საღებავის გაბზარვა ან ლამინატის დაზიანება სწორედ ის შემთხვევებია, რომლებიც განმეორებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობამდე მიგიყვანთ.

გარდა ხარისხისა, სირთულეები ახლავს მიწოდების პროცესსაც. როცა მასალები დათქმულ დროს არ მოდის, ხელოსნები ფაქტობრივად უსაქმოდ რჩებიან, რემონტი ჩერდება და ვადები ირღვევა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმპორტირებული მასალების შემთხვევაში, როდესაც მოლოდინის დრო ზოგჯერ რამდენიმე კვირას ან თვესაც კი აღწევს. ამ ყველაფრის პარალელურად, საგარანტიო პირობების ბუნდოვანება დამატებით რისკებს ქმნის.

რემონტის პრობლემები

შეცდომა N4: ხარისხის კონტროლის არარსებობა

არსებობს მოსაზრება, რომ ხელოსანთა გუნდის აყვანის შემდეგ პროცესში ჩართულობა საჭირო აღარ არის. სინამდვილეში, თითოეულ ეტაპზე რეგულარული კონტროლია აუცილებელი. სტანდარტების დაუცველობამ ან დოკუმენტაციის არარსებობამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს და ხარვეზების გამოსასწორებლად დამატებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროება გააჩინოს.

ხარისხის შემოწმება მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია გაზომვების სიზუსტე, მასალების სპეციფიკაციების დაცვა და ტექნოლოგიური პროცესების სისწორე. როდესაც პრობლემები გვიან ვლინდება, მათი გამოსწორება გაცილებით რთულდება. სწორედ ამიტომ, პროფესიონალის ზედამხედველობა და სამუშაოების ეტაპობრივი მიღება-ჩაბარება პროცესის წარმატებით დასრულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რატომ იზრდება რემონტის ბიუჯეტი?

რემონტისთვის თავდაპირველად გათვლილი ბიუჯეტის ზრდა, სამწუხაროდ, იშვიათი შემთხვევა არ არის. ამის მთავარი მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი შეცდომა ხდება, რადგან თითოეული მათგანი დამატებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობასა და გაუთვალისწინებელ ხარჯებს აჩენს. 

ამასთან ერთად, ბიუჯეტის დაგეგმვისას ბევრი არ ითვალისწინებს ისეთ დამატებით ფაქტორებს, როგორებიცაა სამშენებლო ნარჩენების გატანა, მასალების ტრანსპორტირება ან მოულოდნელი პრობლემების მოგვარება. შეიძლება რემონტი უფრო ძვირი დაჯდეს იმის გამოც, რომ ძველ აშენებულ ბინაში მილების, ძველი გაყვანილობისა და ნესტის პრობლემები გამოვლინდეს. 

,,რემონტის მენეჯერი”, როგორც ხარისხისა და თქვენი სიმშვიდის გარანტი 

ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების ფონზე, ლოგიკურია დაისვას კითხვა — როგორ შეიძლება ამ ქაოსისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან არიდება? ერთ-ერთი ეფექტური გამოსავალი პროცესის პროფესიონალური მართვაა. ამ მიდგომას არქიტექტურულ სტუდია Studio 9-ში ,,რემონტის მენეჯერის” სახელით მოვიხსენიებთ.

სერვისით სარგებლობისას, დამკვეთს აღარ უწევს დროისა და ენერგიის დახარჯვა სხვადასხვა ხელოსანთან, მომწოდებელსა თუ დიზაინერთან კომუნიკაციაში. ამის ნაცვლად, რემონტს ერთი პასუხისმგებელი გუნდი ან პირი უძღვება. 

ფუნქციები, რომლებიც რემონტის მენეჯერს აკისრია:

  • საჭიროებების ფორმულირება: დამკვეთის სურვილებისა და მოთხოვნების დეტალური ანალიზი და სამუშაო გეგმის ჩამოყალიბება;
  • სარემონტო სამუშაოების ეტაპების დაგეგმვა: ეტაპების ლოგიკურად დაგეგმვა, ვადების გაწერა და შესრულების მეთოდოლოგიის შერჩევა;
  • ბიუჯეტის კონტროლი: დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ბიუჯეტის შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
  • შესყიდვები და ლოგისტიკა: საჭირო მასალების შერჩევა, შესყიდვა, საგარანტიო პირობების დაზუსტება და ობიექტზე დროული მიტანის ორგანიზება;
  • ხარისხის უზრუნველყოფა: შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის რეგულარული შემოწმება;
  • ანგარიშგება: დამკვეთისთვის პროექტის მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მიწოდება.

ამრიგად, რემონტი ნამდვილად რთული და თან მრავალეტაპიანი პროცესია, სადაც მცირე დეტალის უგულებელყოფამაც კი შეიძლება სამუშაოები გაურკვეველი ვადით შეაფერხოს.  საქმეს ერთი პროფესიონალი გუნდი თუ გაუძღვება, მაშინ რისკები მინიმუმამდე შემცირდება. ეს ლოგიკურია, რადგან როცა, არსებობს მკაფიო გეგმა, განსაზღვრულია თანმიმდევრობა, კონტროლდება მასალების ხარისხი და შესყიდვები, თითოეული ეტაპი მოწმდება და ხარვეზები მოკლე დროში ვლინდება, დამკვეთიც გაცილებით მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობს თავს.

უფრო ბევრი სტატია

ყველა
ყველა
ინტერიერის დიზაინის ტრენდები
  • თებ 26 / 2026
  • 10
7 ტრენდული ფერი ინტერიერის დიზაინში 2026 წელს
ინტერიერის დიზაინის ბიუჯეტის დაგეგმვა
  • თებ 25 / 2026
  • 17
როგორ დავგეგმოთ ინტერიერის დიზაინის ბიუჯეტი – 7 რჩევა ,,სტუდია 9”-სგან
არქიტექტურული კომპანიის შერჩევის ფაქტორები
  • თებ 17 / 2026
  • 39
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო არქიტექტურული კომპანია თქვენი პროექტისთვის
Modern eco-friendly kitchen with green cabinetry and natural wood accents, brightened by large glass windows.
  • იან 8 / 2026
  • 200
სამზარეულოს დიზაინი 2026: ფუნქციური ესთეტიკა და თანამედროვე ტენდენციები
Contemporary bathroom with beige tones, modern fixtures, and minimalist design at Studio 9.
  • იან 5 / 2026
  • 196
აბაზანის დიზაინი 2026: ტრენდები & რჩევები
Eco-friendly green house with wooden accents, large windows, surrounded by trees, modern sustainable architecture.
  • იან 5 / 2026
  • 137
მწვანე არქიტექტურა და მისი უპირატესობები
  • ივლ 25 / 2025
  • 504
აგროჰაბის პროექტი Architizer A+ Awards-ის გამარჯვებულია!