სერვისები

არქიტექტურა - Studio 9

  • წინასაპროექტო კვლევების ჩატარება, შესაბამისი გადაწყვეტებისათვის ქალაქგეგმარებითი დასკვნისა და დასაბუთების სრული დოკუმენტაციის მომზადება;
  • რეკომენდაციების შემუშავება, ესთეტიური და არქიტექტურულ-სივრცითი გადაწყვეტების ვარიანტების წარდგენა;
  • გადაწყვეტების კონცეპტუალური (ესკიზური) ვარიანტების მომზადება, შესაბამისი ესთეტიური, ფუნქციონალური და მოცულობითი გადაწყვეტების დამუშავება;
  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისათვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება (კვლევები, დასაბუთება, ვიზუალური მასალა);
  • არქიტექტურული პროექტირების მეორე სტადიის-არქიტექტურული პროექტის სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება;
  • არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის მომზადება;
  • არქიტექტურული პროექტირების მესამე სტადიის –მშენებლობის ნებართვის მოპოვებისათვის სრული დოკუმენტაციის მომზადება;
  • გრგ-ს (განაშენიანების რეგულირების გეგმა) და გდგ-ს (განაშენიანების დეტალური გეგმა) დამტკიცებისათვის ორივე სტადიის სრული დოკუმენტაციის მომზადება; სამშენებლო არეალის ქალაქგეგმარებითი დამუშავება, კონცეპტუალური გადაწყვეტების შემუშავება