„სტუდია 9“-სა და კომპანია „McInerney Hospitality International Georgia“ -ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება
2021 წლის 06 აპრილს „სტუდია 9“-სა და კომპანია „McInerney Hospitality International Georgia“ -ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.
“McInerney Hospitality International Georgia” არის ქართველი და ამერიკელი პარტნიორების მიერ დაფუძნებული კომპანია სასტუმროს სფეროს მართვის მიმართულებით.
დღეიდან დამკვეთებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესით, არქიტექტურული კომპანია „სტუდია 9“ და მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯია ერთობლივად შესთავაზებენ მომსახურების სრულ სპექტრს წარმატებული ბრენდის შესაქმნელად. კომპანია „McInerney Hospitality International Georgia“ და მისი დირექტორი – მაია წერეთელი პროექტირების ეტაპზე ჩაერთვებიან ობიექტის დაგეგმარების პროცესში, რათა სასტუმრო მომზადდეს 3, 4 ან 5 ვარსკვლავიანი სტანდარტის დაცვით.
„McInerney Hospitality International Georgia“ -ს მომსახურება სასტუმროს გახსნისათვის მზადების ეტაპზე მოიცავს შემდეგი სახის საკონსულტაციო აქტივობებს მთლიანი სასტუმროს და მიმდებარე სივრცისთვის:
- ფუნქციური დატვირთვის საკითხები
- სახანძრო, სანტექნიკის და გათბობა-კონდიცირების საკითხები
- ტექნიკური, IT და უსაფრთხოების საკითხების კონსულტაცია
- სამუშაო და სტუმრებისთვის განკუთვნილი ფართების გეგმარებისას ნომრების კატეგორიებად დაყოფა
- სანომრე ფონდის სრული შემადგენლობის სათანადო გადანაწილება
- სასტუმროს კვების ობიექტების და სასტუმროს სამზარეულოს გეგმარების საკითხებში კონსულტაცია, დანადგარების და აღჭურვილობის ჩათვლით
- კადრების შერჩევა და ტრენინგი
- სასტუმროს განყოფილების მომზადება გახსნისათვის
ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ არქიტექტურას, არამედ წარმატებულ ბიზნეს მოდელს!