როგორ შევარჩიოთ ბავშვის ოთახის დიზაინი

უამრავი ვარიანტი არსებობს, თუ როგორ შეიძლება ბავშვის ოთახის დიზაინის მოწყობა. ეს ოთახი არის იდეალური საშუალება, რომ გაერთოთ ინტერიერის დიზაინით, ამასთან ერთად ზუსტად გამოხატოთ ბავშვის ხასიათი და პიროვნება, ხოლო საბოლოოდ შექმნათ ისეთი შეკრული სივრცე, რომელიც აერთიანებს ყველაფერს და მშვენივრად ერგება სახლის საერთო ატმოსფეროს.

კარგად მოგვეხსენება, რომ ბავშვის ოთახის მოწყობა ძალიან ამაღელვებელი და საინტერესო პროცესია, მაგრამ მთელი ეს აქტივობა ამავდროულად საკმაოდ შრომატევადი და ზოგჯერ სტრესულიც კია. თქვენ უნდა შექმნათ სივრცე, რომელიც ერთდროულად ფუნქციონალური და სახალისო იქნება პატარისთვის, რაც დამეთანხმებით, არაა მარტივი დავალება. 

საბავშვო ოთახის დიზაინზე მუშაობისას უამრავ დეტალს ექცევა ყურადღება – შპალერი, საღებავი, განათება, კომფორტული ავეჯი. უნდა დავიცვათ ბალანსი, რომ ოთახი საუკეთესო ადგილი იყოს გასართობად, მაგრამ ისე არ გამოვიდეს, რომ ბავშვს ოთახში დაძინება არასოდეს მოუნდეს.

ბლოგში მიმოვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ, რომ ოთახი ზუსტად ერგებოდეს ბავშვის საჭიროებებს.

ბავშვის ოთახის დიზაინი - ძირითადი კრიტერიუმები

რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს და ამით დაიწყოს ბავშვის ოთახის დიზაინი, არის უსაფრთხოება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შვილი პატარა ასაკისაა.

დარწმუნდით, რომ არ არსებობს პოტენციური საფრთხეები, როგორიცაა ბასრი და უხეში კიდეები, რაზეც შეიძლება მოზარდმა დაზიანება მიიღოს. 

ბავშვებს უყვართ ძირს ხოხიალი და იატაკზე თამაში, ამიტომ მთავარია ისეთი იატაკის არჩევა, რომელიც გამძლეა, უსაფრთხოა და ვიზუალურად მომხიბვლელია.

დაცემის რისკის შესამცირებლად აირჩიეთ ხალიჩა, რომელიც არ ცურავს იატაკზე.

მოარიდეთ ოთახს პატარა საგნები, რომლებიც შეიძლება ბავშვმა პირში ჩაიდოს. ასევე, კარგი იდეაა გამოიყენოთ უსაფრთხო მასალები – არატოქსიკური საღებავები და მოპირკეთება, მავნე ქიმიკატების ზემოქმედების რისკის შესამცირებლად.

აუცილებელია იყოს ვენტილაციის საშუალება, ამიტომ ფანჯრების ადგილი გაითვალისწინეთ.

ბავშვის ოთახის მოწყობა ასაკის შესაბამისად

გაითვალისწინეთ თქვენი ბავშვის ასაკი მისი ოთახის დიზაინის დროს. უმცროსი ბავშვებისთვის ფოკუსირდით სივრცის შექმნაზე, რომელიც უსაფრთხო და ნავიგაციისთვის მარტივია. 

ეს გულისხმობს თქვენი ბავშვისთვის შესაბამისი ზომის ავეჯის არჩევას, რბილი განათების, უამრავი ბალიშისა და საბნის გამოყენებას მყუდრო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად. 

უფროს ბავშვებს, მეორეს მხრივ, შეიძლება დასჭირდეთ მეტი სივრცე აქტივობებისთვის, როგორიცაა საშინაო დავალება და მათი საყვარელი ჰობი. ასე რომ, ამ შემთხვევაში ფუნქციური და ორგანიზებული სივრცის დიზაინია პრიორიტეტული, რომელიც დააკმაყოფილებს მოზარდის საჭიროებებს.

წიგნი აუცილებელი ნივთია ბავშვის ოთახისთვის, მაგრამ გარდა მისი ძირითადი ფუნქციისა, ლამაზი წიგნები ასევე დეკორის ნაწილი ხდება. განსაკუთრებით საბავშვო წიგნები გამოირჩევა მრავალფეროვანი ყდით. 

ისინი უამრავ ფერსა და ტექსტურას ანიჭებენ ოთახს და რა არის უფრო მხიარული და ფერადი, ვიდრე საბავშვო წიგნი. ამიტომ, მაქსიმალურად ეცადეთ გამოსაჩენ ადგილას დააწყოთ ასეთი წიგნები და მეტი სიცოცხლე შესძინოთ ოთახს.

დიდი ხალიჩა ძალიან კარგი დამატებაა ბავშვის პატარა ოთახისთვის. მას რბილი და სასიამოვნო ტექსტურა შემოაქვს ინტერიერში, რაც დამატებით პლუსია ბავშვის სენსიტიური ფეხებისთვის, ხოლო თუ ფერადი და სახალისო ხალიჩა გაქვთ, ის აპატიებს თქვენს პატარას ფლომასტერების კვალსა და სხვა ნებისმიერ ლაქას.

საუკეთესო ხალიჩებს შეუძლიათ ნებისმიერი ოთახი მყისიერად გახადონ უფრო სტუმართმოყვარე. ხოლო ცხოვრება ბევრად გაუმარტივონ მცირე ასაკის მქონე  მუხლებითა და იდაყვებით იატაკზე მოთამაშე ბავშვებისთვის. ფარდაგებს ასევე აქვს დამატებითი ბონუსი, ეს არის რბილი აკუსტიკა. ასე რომ, ოთახის შიდა ხმაურიანი აქტივობა და გაუთავებელი სირბილის ხმა სხვა ოთახებში ნაკლები ინტენსივობით გავა.

როგორი უნდა იყოს ბავშვის ოთახი - ფუნქციონალობა

ბავშვის ოთახი უნდა იყოს ფუნქციონალური და კარგად ორგანიზებული, რათა გაადვილდეს სათამაშოების, ტანსაცმლისა და სხვა ნივთების მოწესრიგება. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ შექმნათ მეტი საცავი უკვე არსებულ ავეჯში. 

დიზაინერები თვლიან, რომ ეფექტური შესანახი ადგილები, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად არ დაკარგავს მნიშვნელობას, წარმოსახვითი დიზაინი, რაც აუცილებელია, რომ ბავშვის ზრდასთან ერთად წინასწარ წარმოვიდგინოთ რა როგორ შეიძლება შეიცვალოს და თამაშისა და დასვენების იდეალური ბალანსი, არის სამი დიდი გამოწვევა საბავშვო ოთახის დიზაინზე მუშაობისას.

სივრცე რომ მაქსიმალურად იყოს ათვისებული, ამისთვის ძალიან კარგი ვარიანტია სპეციალური თაროები, უჯრები და თუნდაც სათამაშოების ყუთები.

ეს ყველაფერი აადვილებს, რომ ოთახი ყოველთვის მოწესრიგებული იყოს. ამასთან ერთად, ბავშვი თავიდანვე სწავლობს წესრიგს და თქვენ აღარ მოგიწევთ გაუთავებლად ოთახის ლაგება. 

გასათვალისწინებელია ადგილი მაგიდისთვის, ან სამუშაო სივრცისთვის. იმის მიხედვით, თუ რა ასაკისაა ბავშვი, მას აუცილებლად დასჭირდება შესაბამისი სივრცე საშინაო დავალების შესასრულებლად, თუ სხვა აქტივობისათვის. 

ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვებისთვის საჭიროა მოსახერხებელი სამუშაო ადგილი. მოზარდი არა მხოლოდ დაკავებული იქნება ხატვითა და გაფერადებით, არამედ ყველა ეს აქტივობა მას დაეხმარება ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაშიც. 

უფრო დიდი ასაკის ბავშვისთვის პირადი წყნარი სამუშაო ადგილი მნიშვნელოვანია სწავლისა და საშინაო დავალების შესასრულებლად.

თუ თქვენი ბავშვის საძინებელში ვრცელი ფანჯრის რაფა და ისეთი ადგილია, სადაც დასაჯდომი გაკეთდება, იფიქრეთ ამ ვარიანტზე, რადგან მარტივად შეგიძლიათ მშვენიერი ადგილი მოუწყოთ შვილს დასასვენებლად და საკითხავად. 

გარდა ამისა, ეს ადგილი შეიძლება გამოგადგეთ როგორც მოსახერხებელი დამატებითი საცავი, თუ დაამატებთ რამდენიმე ღრმა უჯრას.

კომფორტი, განათება და ბავშვის მაქსიმალური ჩართულობა

ოთახი თავისთავად უნდა იყოს კომფორტული და მიმზიდველი, მყუდრო საწოლით, რბილი განათებით, უამრავი ბალიშითა და საბნით. თბილი და მისასალმებელი ატმოსფეროს შესაქმნელად იფიქრეთ რბილი და კომფორტული მასალების გამოყენებაზე, როგორიცაა ფარდაგები და ფარდები.

თქვენი შვილი მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული მთელ ამ პროცესში, საბოლოო ჯამში, ეს ხომ მისი ოთახია. მიეცით მას თავისუფლება გამოხატოს თავისი პიროვნება საყვარელი ფერების, შაბლონებისა და აქსესუარების არჩევით. ეს შეიძლება მოიცავდეს თამამი და ცოცხალი ფერების გამოყენებას, ან ისეთი ელემენტების ჩართვას, როგორიცაა სპორტული, ან ბუნების თემებიანი შპალერი.

კარგი განათება მნიშვნელოვანია ბავშვის ოთახისთვის, რადგან ის აუცილებელია კომფორტული გარემოს შესაქმნელად კითხვისას და სწავლისას. 

იფიქრეთ ატმოსფერული, მშვიდი განათების შექმნაზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ, ზედა განათება, მაგიდის, ან კედლის სანათები, რათა უზრუნველყოთ შესაბამისი რაოდენობის განათება სხვადასხვა აქტივობებისთვის.

ბავშვის ოთახის ფერები

თქვენი ბავშვის ოთახი არის ადგილი, სადაც ფერი ნამდვილად შეიძლება იყოს სრულიად ორიგინალური, მიუხედავად იმისა, ჯდება თუ არა ის თქვენი სახლის ინტერიერის დიზაინში. ჩართეთ თქვენი შვილები, სთხოვეთ მათი საყვარელი საღებავების ფერების იდეები, ან გაბედულად გამოიყენეთ ძირითადი მხიარული ფერები.

ბავშვებს უფრო ხშირად იზიდავთ ნათელი ძირითადი ფერები, ვიდრე პასტელი, ან მდუმარე, მძიმე ნარევები. ღია გაჯერებული ფერები, უფრო ადვილია აღსაქმელად, იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ახლა უვითარდებათ ბოლომდე მხედველობა. ზოგადად კი, ნათელი ფერები იპყრობს უფრო მეტად იპყრობს მთელს ყურადღებას.

იმისათვის, რომ თქვენი პატარები კიდევ უფრო მეტად ჩაერთონ, მიეცით მათ თავისუფლება. როგორც წესი, უმცროსი ბავშვები აღფრთოვანებულნი არიან ხატვით, ან კედლებზე სტიკერების მიმაგრებით. იდეალური იქნება, თუ მათ კედელზე ფუნჯით რამდენიმე შტრიხის მოხატვა ან კედლის აქსესუარის დამაგრება შეეძლებათ.

ინტერიერის დიზაინი საკმაოდ კომპლექსური თემაა და ამიტომ ხშირად ადამიანები პროფესიონალებს ანდობენ სახლის ინტერიერზე მუშაობას. მთავარია იცოდეთ რა სტილზე გსურთ შეჯერება და პრაქტიკაში ამ ყველაფერს, გამოცდილი არქიტექტურული კომპანიები განახორციელებს.

ასე რომ, პირველ რიგში თქვენ და თქვენმა შვილმა უნდა გადაწყვიტოთ ბავშვის ოთახის როგორი დიზაინი გსურთ. გადაათვალიერეთ სხვადასხვა ვებ-პლატფორმები და მიიღეთ მეტი ინსპირაცია.

ამის შემდეგ, შეარჩიეთ შესაფერისი ინტერიერის დიზაინერი, რომელიც მარტივად განახორციელებს თქვენს საოცნებო პროექტს. 

“Studio 9” 10 წელზე მეტია რაც გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და დაარსების დღიდან გახდა წამყვანი არქიტექტურული კომპანია. პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მუშაობს როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე არაერთი უცხოური პროექტი ჩაუბარებიათ.

“სტუდია 9” თანამშრომლობს როგორც კერძო პირებთან, ასევე ბიზნეს სექტორთან. კომპანიის მნიშვნელოვანი მიმართულებაა არქიტექტურული პროექტები და ასევე აქტიურად მუშაობს ინტერიერის დიზაინის კუთხით.

“სტუდია 9”-ს პროექტების სიაში შედის არაერთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, საოფისე სივრცის დიზაინი, ჰოლის დიზაინი და მისაღების ინტერიერი, სანადიმო დარბაზი, სპა, ღვინის მუზეუმი, ლაუნჯ ბარი და სხვა.