Get to know us better
მამუკა ჩხაიძე
დაიბადა 1959 წლის 21 ოქტომბერს ქ. ფოთში.
1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი.
პროფესიული მოღვაწეობა:
1995-1999 წწ ფოთის მთავარი არქიტექტორი და ვიცე-მერი.
2000-2003 წწ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორი.
2003-2012წწ კომპანია „ესკიზი“-ის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი.
2007 წლიდან ქ. იალტაში კომპანია „არქ-სტუდიო“-ს დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი.
2012 წლიდან კომპანია “სტუდია 9”-ის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი
მამუკა ჩხაიძე არის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განხორციელებული ასზე მეტი პროექტის, მათ შორის მსხვილი ქალაქების ცენტრების დეტალური დაგეგმარების ავტორი; საერთაშორისო არქიტექტურული პრემიების ლაურეატი; იუნესკოს პრემიის ლაურეატი.
მიღებული აქვს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პრემია რესპუბლიკის კონკურსზე- წლის საუკეთესო ნაგებობა; ასევე არაერთი საერთაშორისო პრემია.
2021 წელს მისი საავტორო პროექტი რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ წარდგენილი იყო ევროკავშირის მის ვან დერ როეს პრიზზე თანამედროვე არქიტექტურის ნომინაციაში.
კომპანიის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორია მამუკა ჩხაიძე – არაერთი ცნობილი პროექტის ავტორი, გამორჩეული ხელწერის არქიტექტორი.
„სტუდია 9“ აპროექტებს სახასიათო არქიტექტურულ ობიექტებს, რომლებიც უძლებენ დროს და სტილის ცვალებადობას. პროექტირებისას დიდი ყურადღება ეთმობა საპროექტო არეალის შემადგენელ კომპონენტებს, გარემო პირობებს, არსებულ და ისტორიულ კონტექსტს.
„სტუდია 9“ წარმატებით თანამშრომლობს როგორც ბიზნეს სექტორთან, ისე კერძო პირებთან. მაღალი კლასის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, გამართული ინფრასტრუქტურა და ეფექტური მენეჯმენტი განაპირობებს ნებისმიერი სირთულის მასშტაბური პროექტის დაძლევას.
„სტუდია 9“-ს დაპროექტებული აქვს არაერთი წარმატებული ბიზნეს ობიექტი – სასტუმროების, რესტორნების, საზოგადოებრივი და საცხოვრებელი კომპლექსების სახით როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების დაპროექტებისას კომპანიის პრიორიტეტია დამკვეთს შესთავაზოს კომპლექსური მომსახურება, რაც გულისხმობს კონცეფციის ეტაპიდან მშენებლობის დასრულებამდე პროცესის ეფექტურ და დროში მკაფიოდ გაწერილ მართვას.
აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, „სტუდია 9“-ს აქვს ამბიცია, იყოს პრემიუმ ხარისხის არქიტექტურული სერვისების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ბაზარზე; განახორციელოს მნიშვნელობი პროექტები როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.