Get to know us better

"Studio 9"

პრემიუმ ხარისხის არქიტექტურული კომპანია

„სტუდია 9“ წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში  2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.

კომპანიის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორია მამუკა ჩხაიძე – არაერთი ცნობილი პროექტის ავტორი, გამორჩეული ხელწერის არქიტექტორი.

„სტუდია 9“ აპროექტებს სახასიათო არქიტექტურულ ობიექტებს, რომლებიც უძლებენ დროს და სტილის ცვალებადობას. პროექტირებისას დიდი ყურადღება ეთმობა საპროექტო არეალის შემადგენელ კომპონენტებს, გარემო პირობებს, არსებულ და ისტორიულ კონტექსტს.

„სტუდია 9“ წარმატებით თანამშრომლობს როგორც ბიზნეს სექტორთან, ისე კერძო პირებთან. მაღალი კლასის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, გამართული ინფრასტრუქტურა და ეფექტური მენეჯმენტი განაპირობებს ნებისმიერი სირთულის მასშტაბური პროექტის დაძლევას.

„სტუდია 9“-ს დაპროექტებული აქვს არაერთი წარმატებული ბიზნეს ობიექტი – სასტუმროების, რესტორნების, საზოგადოებრივი და საცხოვრებელი კომპლექსების სახით როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების დაპროექტებისას კომპანიის პრიორიტეტია დამკვეთს შესთავაზოს კომპლექსური მომსახურება, რაც გულისხმობს კონცეფციის ეტაპიდან მშენებლობის დასრულებამდე პროცესის ეფექტურ და დროში მკაფიოდ გაწერილ მართვას.

აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, „სტუდია 9“-ს აქვს ამბიცია, იყოს პრემიუმ ხარისხის არქიტექტურული სერვისების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ბაზარზე; განახორციელოს მნიშვნელობი პროექტები როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

Our team

Strong team - fulfilling all your wishes

Screenshot 2023-04-24 at 18.54.11

თამთა ხაჟომია

„სტუდია 9“-ის დირექტორი
OGP_3115_2

სოფო ახვლედიანი

ინტერიერის დიზაინის სახელოსნოს ხელმძღვანელი
OGP_2974 (1)

დავით ჩიქოვანი

არქიტექტურის სახელოსნოს ხელმძღვანელი