სტუდია 9
სტუდია 9
ერთადერთი ქართული სტუდია, რომელიც არქიტექტურის, მშენებლობის, ინტერიერის დიზაინისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით სრულ სერვისს გთავაზობთ.
ვმუშაობთ საქართველოდან, მთელ მსოფლიოში.

ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ ვართ არქიტექტურის, მშენებლობის, ინტერიერის დიზაინისა და ურბანული დაგეგმარების მულტიდისციპლინური სტუდია, რომელიც უკვე 12 წელზე მეტია ქმნის სივრცეებს ცხოვრების, სტუმარ-მასპინძლობის, მუშაობისა და განვითარებისთვის.
ჩვენი მიდგომა აერთიანებს დეტალურ დაგეგმარებას, გამორჩეულ დიზაინს და ხარისხიან შესრულებას, რაც თითოეულ პროექტს უნიკალურ და ფუნქციურ გარემოდ აქცევს.
ვმუშაობთ მასშტაბურ ურბანულ გეგმებზე, კერძო რეზიდენციებზე, კომერციულ სივრცეებზე და მრავალფუნქციურ კომპლექსებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც პასუხობს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს, ერგება კონტექსტს და ინარჩუნებს ღირებულებას გრძელ ვადაში.
სტუდია 9.
საქართველოდან.
მსოფლიოსთვის.
გაიცანით ჩვენი გუნდი








