კონტაქტი Eng

მინიმალიზმი თუ მაქსიმალიზმი ინტერიერის დიზაინში – რომელი სტილი დომინირებს 2026 წელს?

მოდური ინტერიერის დიზაინის იდეები მინიმალიზმით და მაქსიმალიზმით.
  • სექ 10 / 2026
  • 17

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მინიმალისტური ინტერიერის დიზაინი სტანდარტად მიიჩნეოდა. თეთრი კედლები, ნეიტრალური ტონები და მინიმალური დეკორი: ეს ის ესთეტიკაა, რომელიც იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ ბევრმა ერთადერთ მართებულ მიდგომად აღიქვა.

ინტერიერის დიზაინერები ვარაუდობენ, რომ 2026 წლის განმავლობაში ეს ტენდენცია შეიცვლება, რადგან დღეს სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ მინიმალიზმმა, თავისი ღირებულებების მიუხედავად, სივრცეს ინდივიდუალობა დაუკარგა. ამ ცვლილებას კონკრეტული მიზეზები განაპირობებს, რომელთა გაცნობა ინტერიერით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესო იქნება.

რატომ კარგავს მინიმალიზმი პოპულარობას?

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც რესურსები მწირი იყო და საზოგადოება სიმარტივეს საჭიროებდა, პრინციპი „ნაკლები მეტია“ ეპოქის სულისკვეთებას ბუნებრივად მოერგო. ამიტომ, იმ დროისთვის მინიმალიზმი არსებულ რეალობასთან სრულ თანხვედრაში იყო.

დროთა განმავლობაში მიდგომის ფართოდ გავრცელებამ სივრცეებს შორის განსხვავება თითქმის წაშალა. მონოქრომულ ფერებს, ნეიტრალურ პალიტრასა და ერთგვაროვან ფორმებს იმდენად ბევრი ინტერიერის დიზაინი იმეორებდა, რომ სხვადასხვა დანიშნულების ადგილების ერთმანეთისგან გარჩევა გართულდა. 

ამავდროულად, ზედმეტად გამარტივებულ გარემოში ადამიანის თვალი ვიზუალურ სტიმულატორებს ვეღარ პოულობს. როდესაც ფაქტურები, დეტალები და პირადი ისტორიის კვალი ინტერიერიდან ქრება, სივრცე სტერილურად აღიქმება. 

მინიმალიზმის ცნობილი კრიტიკოსი ნეითან რობინსონი ამ პროცესს ოკლენდის ვიქტორიანული სახლის რენოვაციას ადარებს, რომლის დროსაც ფერადი და გამორჩეული ხასიათის მქონე ფასადი თეთრ ე.წ. ,,ანონიმურ ყუთად” გადააქციეს. ზოგიერთი ამ ცვლილებას „არქიტექტურული ვანდალიზმი“ უწოდებს, რადგან სახლმა ხასიათი, ისტორია და ადამიანური კვალი დაკარგა.

სუფთა და მინიმალისტური ლივინგ რუმი სტუდია 9-ის დიზაინით.

რატომ გახდა მაქსიმალიზმი კვლავ ტრენდული?

რამდენიმე წლის წინ მთელ მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ ადამიანების დამოკიდებულება საცხოვრებელი სივრცეების მიმართ ძირეულად შეცვალა. იმ პერიოდში სახლი ერთდროულად ოფისიც იყო და დასასვენებელი სივრცეც.

ბევრმა აღმოაჩინა, რომ ზედმეტად სტერილურ და ცივ გარემოში ხანგრძლივად ყოფნა, მათ ემოციურ მდგომარეობასა და კომფორტზე უარყოფითად აისახებოდა. მართალია, სივრცეები ვიზუალურად სრულყოფილი იყო, თუმცა მათ ხასიათი აკლდა და მცხოვრები სახლთან საკუთარ თავს ვერ აიდენტიფიცირებდა.

ეს დაკვირვება არ არის საფუძველს მოკლებული და ფსიქოლოგიური ასოციაციის კვლევაც ადასტურებს, რომ საცხოვრებელი გარემო ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზემოქმედებს. შესაბამისად, როდესაც სახლებს ინდივიდუალობა, კომფორტი და სითბო აკლია, ეს ფაქტორი მცხოვრებთა ემოციურ მდგომარეობაზე გაუცნობიერებლად და მათგან დამოუკიდებლად აისახება.

ფერებით, ტექსტურებითა და პირადი ნივთებით გაჯერებული ინტერიერის დიზაინი ადამიანზე სრულიად განსხვავებულად მოქმედებს. ის ასტიმულირებს შემოქმედებითობას, აძლიერებს ემოციურ კავშირს საცხოვრებელთან, სიახლოვისა და კომფორტის შეგრძნებას აჩენს. მაგალითად, წიგნებით, მოგზაურობებიდან ჩამოტანილი სუვენირებითა და ოჯახის რელიკვიებით გაფორმებულ სახლში ოჯახის წარსული და პირადი ისტორიები უფრო ხელშესახებია, ვიდრე ცარიელ, თეთრ სივრცეში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაქსიმალიზმის მზარდი პოპულარობა არ ნიშნავს მინიმალიზმის სრულ უარყოფას. ფსიქოტიპების ანალიზი ცხადყოფს, რომ არჩევანი დიდწილად პიროვნულ ბუნებაზეა დამოკიდებული. პრაქტიკული ტიპის ადამიანები კვლავაც მინიმალისტურ გარემოს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან მათთვის სიმარტივე და წესრიგი შინაგანი სტაბილურობის საფუძველია. ამის საპირისპიროდ, შემოქმედებითი პიროვნებები უფრო მეტად მაქსიმალისტური სტილისკენ იხრებიან, რადგან მათთვის დეტალებითა და ფერებით გაჯერებული სივრცე შთაგონების წყაროა.

სახლი ინტერიერის დიზაინით, ფერადი და კომფორტული გარემო.

ახალი მიდგომა, რომელიც „მინიმალისტური მაქსიმალიზმის” სახელითაა ცნობილი

2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტენდენცია ამ ორი სტილის შერწყმაა, რომელსაც „მინიმალისტურ მაქსიმალიზმს“ უწოდებენ. ეს მიდგომა სუფთა, ნეიტრალურ ფონსა და აქცენტებს აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინტერიერის დიზაინის ფონი მსუბუქი და ნეიტრალურია, ცალკეული ელემენტები, მაგალითად, ავეჯი, მოცულობითი სანათი ან ხელოვნების ნიმუში, მკაფიოა და ყურადღებას იქცევს.

ფერების შეხამებისას ინტერიერის დიზაინერები 60/30/10 წესს მიმართავენ. ამ დროს სივრცის 60% ძირითად, ნეიტრალურ ტონს ეთმობა, 30% მეორეხარისხოვან ფერს უკავია, ხოლო დარჩენილი 10% აქცენტებისთვისაა განკუთვნილი.

ასეთ ინტერიერში ყოველ ნივთს თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს, თუმცა სივრცე არც სტერილურია და არც ქაოსური. ის ერთდროულად ინარჩუნებს მინიმალიზმისთვის დამახასიათებელ სიმშვიდესა და მაქსიმალიზმის ხასიათს.
ბოლო წლების ტენდენციები ცხადყოფს, რომ არც მინიმალიზმი და არც მაქსიმალიზმი, ცალ-ცალკე აღებული, ყოველთვის ვერ პასუხობს თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის მოთხოვნებს. კარგად დაგეგმილი ინტერიერის დიზაინი ორივე მიდგომის ძლიერ მხარეებს ითვალისწინებს, უპირატესობას კი მფლობელის ინდივიდუალურ საჭიროებებს ანიჭებს.

არქიტექტურული სტუდია „სტუდია 9“-ის მრავალწლიანი გამოცდილებაც ადასტურებს, რომ ინტერიერის დიზაინი მაშინ არის ეფექტური, როდესაც ის კონკრეტულ ადამიანზე, მის ცხოვრების წესსა და ესთეტიკურ ხედვაზეა მორგებული. სწორედ ეს ინდივიდუალური მიდგომა განსაზღვრავს, იქნება სივრცე მინიმალისტური, მაქსიმალისტური თუ ორივე სტილის ჰარმონიული ნაზავი.

უფრო ბევრი სტატია

ყველა
ყველა
Eco-friendly green house with wooden accents, large windows, surrounded by trees, modern sustainable architecture.
  • იან 5 / 2026
  • 480
მწვანე არქიტექტურა და მისი უპირატესობები
სუფთა და ნათელი ლივინგ რუმი, ხის flooring და თანამედროვე ავეჯი.
  • აგვ 31 / 2026
  • 41
ხე ინტერიერის დიზაინში: როგორ შევუხამოთ სხვადასხვა ფერი და ფაქტურა
არქიტექტურული კომპანიის შერჩევის ფაქტორები
  • თებ 17 / 2026
  • 294
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო არქიტექტურული კომპანია თქვენი პროექტისთვის
სახლი თანამედროვე ინტერიერით, ლამაზი სამზარეულო და საძინებელი.
  • სექ 7 / 2026
  • 32
როგორ მოვაწყოთ 35 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა ისე, რომ სივრცე არ დავკარგოთ?
ინტერიერის დიზაინის ბიუჯეტის დაგეგმვა
  • თებ 25 / 2026
  • 253
როგორ დავგეგმოთ ინტერიერის დიზაინის ბიუჯეტი – 7 რჩევა ,,სტუდია 9”-სგან
Modern multi-story house with contemporary design, surrounded by lush greenery.
  • ივლ 6 / 2026
  • 97
კერძო სახლის პროექტირება საქართველოში: რჩევები „სტუდია 9“-ისგან
სახლი ინტერიერის მყუდრო და თანამედროვე განათებით.
  • სექ 1 / 2026
  • 39
განათება ინტერიერის დიზაინში: როგორ შევქმნათ მყუდრო გარემო
პატარა ბინის ინტერიერის დიზაინი
  • მარ 9 / 2026
  • 238
ბინის ინტერიერის დიზაინი თბილისში: მცირე ფართიდან მაქსიმუმის მისაღებად