მამუკა ჩხაიძე
სტუდია 9-ის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი

დაიბადა 1959 წლის 21 ოქტომბერს ქ. ფოთში.

1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი.

 

პროფესიული მოღვაწეობა:

1995-1999 წწ  ფოთის მთავარი არქიტექტორი და ვიცე-მერი.

2000-2003 წწ  ქ.  თბილისის მთავარი არქიტექტორი.

2003-2012წწ  კომპანია  „ესკიზი“-ის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი.

2007 წლიდან ქ. იალტაში  კომპანია  „არქ-სტუდიო“-ს დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი.

2012 წლიდან კომპანია "სტუდია 9"-ის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი

 

მამუკა ჩხაიძე არის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განხორციელებული ასზე მეტი პროექტის, მათ შორის მსხვილი ქალაქების ცენტრების დეტალური დაგეგმარების ავტორი; საერთაშორისო არქიტექტურული პრემიების ლაურეატი; იუნესკოს პრემიის ლაურეატი. მიღებული აქვს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პრემია რესპუბლიკის კონკურსზე- წლის საუკეთესო ნაგებობა; ასევე  არაერთი  საერთაშორისო პრემია. 2021 წელს მისი საავტორო პროექტი რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ წარდგენილია  ევროკავშირის მის ვან დერ როეს პრიზზე თანამედროვე არქიტექტურის ნომინაციაში.

 

ზურაბ წიკლაური
„სტუდია 9“-ის დირექტორი

დაიბადა 1959 წლის 10 იანვარს ქ. დუშეთში.

1981 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი წარჩინებით.

 

პროფესიული მოღვაწეობა:

2009-2014წწ სერბულ-ბელორუსული კომპანია „დანა ჰოლდინგი“, პროექტების კოორდინატორი;

2015-2016წწ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე სანებართვო საკითხებში;

2016-2017 წწ  ქ.  თბილისის მთავარი არქიტექტორი;

2018 წლიდან „სტუდია 9“-ის დირექტორი;

 

სოფო ახვლედიანი
ინტერიერის დიზაინის სახელოსნოს ხელმძღვანელი

 

დაიბადა 1981 წლის 21 აპრილს ქ. თბილისში.

2006 წელს დაამთავრა დუბაის ამერიკული უნივერსიტეტი (AUD), არქიტექტურის, ხელოვნების და დიზაინის ფაკულტეტი; სპეციალობა - ინტერიერის დიზაინი.

 

პროფესიული გამოცდილება

2006 წ. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კარიმ რაშიდმა დააჯილდოვა პირველი ადგილისთვის კონკურსში „სასტუმროს ავეჯის დიზაინი“;

2005 -2006 წწ.  არაბეთის გაერთიანებული საამიროები, დუბაი - კომპანია „Best Italian Interior Design“ (BIID) , პროექტების თანაავტორი.

2006-2019წწ   მუშაობდა საქართველოს  წამყვან ბანკებში არქიტექტორად/ინტერიერის დიზაინერად;

2013-2020წწ- სამედიცინო ველნეს ცენტრი „ბიოლი“- ინტერიერის დიზაინერი/პროექტების ხელმძღვანელი;

2019 წლიდან- იტალიური საპროექტო კომპანია D73-ის წარმომადგენელი საქართველოში;

2020 წლიდან - თავისუფალ უნივერსიტეტში ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა VA[A]DS ინტერიერის დიზაინის სტუდიის პედაგოგი

2020 წლიდან- „სტუდია 9”-ის ინტერიერის დიზაინის სახელოსნოს ხელმძღვანელი.

 

 

 

დავით ჩიქოვანი
არქიტექტურის სახელოსნოს ხელმძღვანელი

 

დაიბადა 1967 წლის 15 ივლისს ქ. თბილისში.

1991წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

 

პროფესიული მოღვაწეობა

1992 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, დიზაინის და ურბანისტიკის ფაკულტეტის უფროსი პედაგოგი;

1992-1995წწ საქართველოს ძეგლთა დაცვის სამმართველოს საპროექტო-სამშენებლო ინსტიტუტი, არქიტექტორ-რესტავრატორი;

2004-2018წწ საპროექტო ფირმა „მაკოტო პროექტი“-ს გენერალური დირექტორი;

1994 წლიდან - საქართველოს არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრი;

2019 წლიდან „სტუდია9“-ის არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი

 

„სტუდია 9“ წარმოადგენს არქიტექტურულ სახელოსნოს, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში  2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.

კომპანიის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორია მამუკა ჩხაიძე- არაერთი ცნობილი პროექტის ავტორი, გამორჩეული ხელწერის არქიტექტორი.

„სტუდია 9“ აპროექტებს სახასიათო არქიტექტურულ ობიექტებს, რომლებიც უძლებენ დროს და სტილის ცვალებადობას. პროექტირებისას დიდი ყურადღება ეთმობა საპროექტო არეალის შემადგენელ კომპონენტებს, გარემო პირობებს, არსებულ და ისტორიულ კონტექსტს.

 „სტუდია 9“ წარმატებით თანამშრომლობს როგორც ბიზნეს სექტორთან, ისე კერძო პირებთან. მაღალი კლასის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, გამართული ინფრასტრუქტურა და ეფექტური მენეჯმენტი განაპირობებს ნებისმიერი სირთულის მასშტაბური პროექტის დაძლევას.

„სტუდია 9“-ს დაპროექტებული აქვს არაერთი წარმატებული ბიზნეს ობიექტი- სასტუმროების, რესტორნების, საზოგადოებრივი და საცხოვრებელი კომპლექსების სახით როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების დაპროექტებისას კომპანიის პრიორიტეტია დამკვეთს შესთავაზოს კომპლექსური მომსახურება, რაც გულისხმობს კონცეფციის ეტაპიდან მშენებლობის დასრულებამდე პროცესის ეფექტურ და დროში მკაფიოდ გაწერილ მართვას.

აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, „სტუდია 9“-ს აქვს ამბიცია, იყოს პრემიუმ ხარისხის არქიტექტურული სერვისების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ბაზარზე; განახორციელოს მნიშვნელობი პროექტები როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.