კონტაქტი Eng

კაფე ქუთაისის აგროჰაბში

პროექტის შესახებ

პროექტის იდეა ურბანული ცხოვრების დინამიკურ რიტმზეა დაფუძნებული. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა სივრცე, რომელიც ორგანულად აერთიანებს სწრაფ სერვისსა და დასვენების შესაძლებლობას. ინტერიერი თანამედროვე, ფუნქციური და ვიზუალურად შეკრული ესთეტიკით გამოირჩევა.

დიზაინ-კონცეფცია სრულ თანხვედრაშია შენობის არქიტექტურასთან. ინტერიერის პლასტიური ფორმები მიჰყვება ობიექტის სტრუქტურულ ხაზებს და ავსებს მას თბილი, ბუნებრივი ელემენტებით. კონცეფციის ცენტრალურ ნაწილს ტერაკოტის ფერის ფილები და ინტეგრირებული გამწვანება წარმოადგენს, რაც სივრცეს ვიზუალურ სიმყუდროვესა და ბუნებრივ სითბოს მატებს.

შენობის ატრიუმმა და ჭერის სიმაღლემ მოგვცა საშუალება, სივრცეში მასშტაბური განათების ელემენტები გამოგვეყენებინა. ეს ობიექტები ერთდროულად ასრულებენ როგორც ფუნქციურ, ისე მნიშვნელოვან ესთეტიკურ როლს, რაც ინტერიერის ვერტიკალურ ღერძს უფრო გამორჩეულს ხდის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავეჯის დიზაინს – პლასტიური, რბილი ფორმები დიალოგში შედის გარემოსთან და არბილებს ინდუსტრიული სტრუქტურის სიმკაცრეს, რის შედეგადაც მივიღეთ ჰარმონიული და დაბალანსებული გარემო.

სხვა პროექტები