სამზარეულოს დიზაინი 2023: როგორ შევქმნათ ფუნქციური და ლამაზი სივრცე
საოცნებო სახლში მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოს დიზაინი და ზოგადად ეს სივრცე ფუნქციონალური და ელეგანტური იყოს. ამ ბლოგში ჩვენ განვიხილავთ სამზარეულოს დიზაინის სხვადასხვა ვარიანტებს, რომლებიც არა მხოლოდ პრაქტიკულია მზარეულობისთვის, არამედ ვიზუალურად სასიამოვნოცაა. სწორი დაგეგმარება, მასალების არჩევა, უახლესი ტენდენციები, ტექნოლოგიები – ჩვენ გაგიზიარებთ რჩევებს, რათა დაგეხმაროთ შექმნათ სამზარეულო, რომელიც შეესაბამება თქვენს სტილსა და საჭიროებებს. ჩაუღრმავდით სამზარეულოს დიზაინის სამყაროს და აღმოაჩინეთ, თუ როგორ შეიძლება თქვენი სივრცის მაქსიმალურად გამოყენება.
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ძველად სამზარეულო არ იყო სოციალური ადგილი და აქტივობის ცენტრი, როგორიც ის დღეს არის. ღია კონცეფციის სახლებმა და მათმა ცენტრალურმა “კუნძულებმა” დასაჯდომი ადგილებით, ეს სივრცე გადააქცია მრავალფუნქციურ ოთახად, რომელიც აერთიანებს სამზარეულოს ადგილს, სასადილო ოთახს, ლაუნჯს, მისაღებს.
შესავალი სამზარეულოს დიზაინში
ასი წლის წინ, სამზარეულო იყო ძალიან შეზღუდული უტილიტარული სივრცე, სადაც მხოლოდ საკვებს ამზადებდნენ. ტექნიკის ინოვაციებითა და მუდმივად ცვალებადი სტილით, გასული საუკუნის სამზარეულოები მწირი სამუშაო ადგილებიდან ნელ-ნელა ტრანსფორმირდნენ ფერად, მრავალფუნქციურ სივრცეებად, რომლებიც ზუსტად გამოხატავენ ჩვენი ჩვევებისა და ცხოვრების სტილის ევოლუციას.
მაგალითად, იგივე ღუმელის განვითარებამ ძალიან შეცვალა სამზარეულოს დიზაინები. ახალი ღუმელი ისეა შექმნილი, რომ ისინი აღარ იკავებენ დიდ ადგილს, ერგებიან ყველანაირ ჩარჩოებს, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, ტექნიკა ადამიანების ფავორიტი სტილის გამოხატვის ერთ-ერთი თანამედროვე ხერხია. სამზარეულო არ ჰგავს სამზარეულოს, ტრადიციული გაგებით. ახლა ეს არის მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ზუსტად ჯდება თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესში და აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს.
სამზარეულოს დიზაინი და ფერები
ფერის სწორად არჩევა უმნიშვნელოვანესია, თუ გსურთ, რომ სამზარეულოს დიზაინი სრულყოფილი გამოვიდეს. ჩვენ რამდენიმე რეკომენდაციას მოგცემთ:
- განათება: ბუნებრივი, ისევე როგორც ხელოვნური შუქი გავლენას ახდენს, თუ როგორ ჩანს ფერები სხვადასხვა სივრცეში. დარწმუნდით, რომ გაითვალისწინეთ, როგორ შეიცვლება თქვენი სამზარეულოს შუქი მთელი დღის განმავლობაში და როგორ ურთიერთქმედებს ის თქვენს მიერ არჩეულ ფერებთან.
- მასალები: თქვენი კარადებისა და პანელის ფერები ასევე მოქმედებენ სამზარეულოს საერთო ფერთა სქემაზე. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ მუქი ხის კარადები, შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო ღია ფერები თქვენი კედლებისთვის, რათა სივრცე კარგად დაბალანსდეს.
- კოორდინაცია სხვა ოთახებთან: სამზარეულო არის თქვენი სახლის საერთო დიზაინის ნაწილი, ასე რომ, გაითვალისწინეთ, როგორ იქნება კოორდინირებული არჩეული ფერები სხვა ოთახების ფერებთან.
- სამზარეულოს ზომა: ყურადღება მიაქციეთ მასშტაბებს. კედლებზე, ჭერზე ღია ფერების წყალობით, პატარა სამზარეულო შეიძლება უფრო სოლიდური, დიდი გამოჩნდეს, ხოლო მუქი ფერები კი დიდ სამზარეულოს პირიქით – უფრო პატარა, კოხტა ადგილად აქცევს.
- პირადი პრეფერენციები: საბოლოო ჯამში, თქვენი სამზარეულოსთვის არჩეული ფერები უნდა ასახავდეს თქვენს პირად სტილსა და გემოვნებას. იფიქრეთ იმაზე, თუ რა ფერები გაგრძნობინებთ თავს მშვიდად, კომფორტულად – გირჩევნიათ ნათელი, თამამი იერი, თუ უფრო ნეიტრალური, დამამშვიდებელი პალიტრა.
ასე რომ, სამზარეულოს დიზაინი და ფერები ღრმა ურთიერთკავშირში არიან ერთმანეთთან და დიდი დრო დაუთმეთ ამ საკითხს.
სამზარეულოს დიზაინი 2023
თანამედროვე ეპოქაში ინტერიერის დიზაინი სწრაფი ტემპით იცვლება და არც სამზარეულოს დიზაინები ჩამორჩებიან ცვლილებას.
დარგის ექსპერტები გამოყოფენ რამდენიმე ტრენდს და მიიჩნევენ, რომ სამზარეულოს დიზაინი 2023 წელს ამ კუთხით განვითარდება.
ერთ-ერთი ასეთი გამოკვეთილი ტრენდია თეთრი ფერისგან დისტანცირება.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის იქნება ადგილი სრულიად თეთრი სამზარეულოსთვის, ბევრი სამზარეულოს პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი მიმზიდველობას ხედავს მუქი ფერის პალიტრაში. ასევე, ღია სამზარეულოს კონცეფცია კვლავ შეინარჩუნებს პოპულარობას.
მორიგი ტენდენცია, რაზეც ამახვილებენ ყურადღებას, არის ინტენსიური ფერები. ინტერიერის დიზაინერი ჯულია დემფსტერი ამბობს, რომ ადამიანებს სურთ რაღაც ემოციური იგრძნონ თავიანთ სივრცეში. ამიტომ, ნეიტრალური და თეთრი ფერების მაგივრად, ისინი მიდრეკილნი არიან გაჯერებული ფერებისკენ, როგორიცაა ღრმა ტყის მწვანე, მდიდარი მოწითალო ყავისფერი, იისფერი, ან ძვირფასი ქვის ტონალობის ლურჯი.
პატარა სამზარეულოს დიზაინი
პატარა სამზარეულოს დაპროექტება შეიძლება რთული მისია იყოს, მაგრამ არსებობს რამდენიმე გზა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ სივრცე:
- კომპაქტური განლაგება: აირჩიეთ განლაგება, რომელიც მაქსიმალურად აითვისებს თქვენს სივრცეს, ასეთია გალერეის ტიპის(Gallery type kitchen), ან U- ფორმის სამზარეულო(U type kitchen).
- გასათვალისწინებელია სამზარეულოს სამუშაო სამკუთხედის კონცეფცია – ნიჟარა, ღუმელი და მაცივარი ერთმანეთისგან სამუშაო მანძილზე უნდა იყოს განთავსებული. არაუმეტეს 3, ხოლო იდეალურ სიტუაციაში, არანაკლებ 1 მეტრისა.
- მრავალფუნქციური ავეჯი: იფიქრეთ ისეთ ავეჯზე, რომელიც ემსახურება ერთზე მეტ მიზანს, ან ისეთ ავეჯზე, რომელიც მარტივად შეგიძლიათ გაიტანოთ. მაგალითად, მაგიდა, რომელსაც დაკეცავთ, როდესაც აღარ იყენებთ.
- ბუნებრივი განათება: თუ შესაძლებელია მაქსიმალურად გამოიყენეთ ბუნებრივი განათება, რაც ოთახი უფრო დიდი გამოჩნდეს.
- იფიქრეთ ფუნქციონალურობაზე: პატარა სამზარეულოებში ფუნქციონალობა მთავარია. დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ ნივთები, რომლებიც მრავალმხრივია და შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი გზით.
- განიხილეთ ღია გეგმის დიზაინი: ღია გეგმის დიზაინს შეუძლია პატარა სამზარეულო უფრო ფართო და ღია გახადოს.
- ღია თაროებში: მიუხედავად იმისა, რომ კარადები შეიძლება იდეალურად მოერგოს თქვენი სამზარეულოს საჭიროებებს, მათ ნაცვლად ღია თაროების იდეა განიხილეთ. ღია თაროების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ თქვენს სამზარეულოში ყველაზე საყვარელი ნივთები წინა პლანზე წამოწიოთ. მაგალითად, როგორიცაა მცენარეები, ლამაზი ჭურჭელი. მათ ასევე შეუძლიათ თქვენს პატარა სამზარეულოს უფრო ღია და ფართო შეგრძნება მისცეს.
ყველა ზემოჩამოთვლილი რეკომენდაცია დაგეხმარებათ, რომ თქვენი პატარა სამზარეულოს დიზაინი უფრო დახვეწოთ და პრაქტიკული გახადოთ.
სამზარეულოს დიზაინერი დაგეხმარებათ საოცნებო ხედვა რეალობაში გადმოიტანოთ
მას შემდეგ, რაც გექნებათ ზოგადი წარმოდგენა, თუ როგორი შეიძლება იყოს მთელი ეს პროექტი, აუცილებლად დაგჭირდებათ პროფესიონალი სამზარეულოს დიზაინერი.
ქართულ ბაზარზე არსებობს არაერთი კომპანია და დიზაინერი, რომლებიც მუშაობენ მსგავს პროექტებზე, მაგრამ იდეალური შედეგის მისაღებად, თქვენ გამოცდილი კადრი დაგჭირდებათ.
ასეთია არქიტექტურული კომპანია Studio 9, რომელიც 10 წელზე მეტია მოღვაწეობს როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. “სტუდია 9”-ს გამოცდილი გუნდი არამხოლოდ არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობს, მათ თანამედროვე ინტერიერის დიზაინის არაერთ კონცეფციაზე უმუშავიათ – მათ შორისაა, სხვადასხვა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, საოფისე სივრცე, მუზეუმი, აბაზანის დიზაინი, საძინებლები, სამზარეულოს დიზაინები და ა.შ.
ასე რომ, მიანდეთ თქვენი სამზარეულო პროფესიონალებს და შექმენით სასურველი სივრცე თქვენს სახლში.