Hilton-ის სასტუმროს პროექტზე მუშაობის პროცესი დაწყებულია

ამერიკული სასტუმროების ბრენდი Hilton-ის და Studio9-ს წარმომადგენელებმა 17 იანვარს, შეხვედრაზე განიხილეს ახალი პროექტის დეტალები, რომლის ფარგლებშიც არქიტექტურული კომპანია Studio 9 იმუშავებს ჰილტონის ახალი სასტუმროს პროექტზე.

კახეთში მდებარე მრავალფუნქციური სასტუმრო Hilton-ი მოიცავს 100 ნომერს. კომპლექტში იქნება სპა-გამაჯანსაღებელი ცენტრი და ღია აუზი ინფრასტრუქტურით, ასევე საბანკეტო დარბაზი, რომელიც გათვლილი იქნება 250-მდე სტუმარზე, ბოლრუმი, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზები.

გარე სივრცე, რომელიც 7,2 ჰექტარს შადგენს მოიცავს, როგორც სპორტულ სივრცეებს, ასევე გამწვანებას და პარკინგის ზონას. სასტუმროს ყველაზე დიდი ხიბლი არის კავკასიის პანორამული ხედი რომელიც სასტუმროს რესტორნის ღია ტერასიდან იშლება.

როგორც მოგეხსენებათ ჰილტონი არის მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ბრენდი, რომელიც დაარსდა 1919 წელს ტეხასში როგორც Hilton Hotels Corporation.

Hilton-ს აქვს 18 ბრენდი ბაზრის სხვადასხვა სეგმენტში.

პროექტის ავტორი: მამუკა ჩხაიძე.
პროექტზე მუშაობენ: ვახტანგ ტაბატაძე, ჯიმი მაისურაძე.