მთაწმინდის ფუდკორტი - Studio 9
კონტაქტი Eng

მთაწმინდის ფუდკორტი

პროექტის შესახებ

მთაწმინდის პარკში განთავსებული ფუდკორტი შექმნილია აქტიური საზოგადოებრივი სივრცისთვის შესაბამისი სტანდარტებითა და გამძლე მასალებით. პროექტი სრულად Studio 9-ის გუნდმა განახორციელა დაგეგმვიდან მშენებლობამდე.

შენობა შედგება ალუმინის კონსტრუქციებისგან, ლამინირებული მინის ვიტრაჟებისა და მოძრავი პანელებისგან, რომლებიც ცვლის ფასადის იერს და ერწყმის პარკის გარემოს. არქიტექტურული ფორმა შთაგონებულია მთაწმინდის ისტორიული ფოტოებით – შორიდან ნაცნობი სილუეტი ახლოდან თანამედროვე დეტალებით გამოირჩევა.

გათვალისწინებულია კლიმატური და ვიზიტორთა ნაკადით გამოწვეული დატვირთვები. ყველა მასალა მდგრადია სიცივისა, ტენიანობისა და ინტენსიური გამოყენების მიმართ.

  • მდებარეობა / მთაწმინდა

სხვა პროექტები