რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ნომინირებულია “ArchDaily”-ის ჯილდოზე- 2022 წლის საუკეთესო შენობა

რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ნომინირებულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული გამოცემა “ArchDaily”-ის ჯილდოზე- 2022 წლის საუკეთესო შენობა.

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად. ონლაინ გამოცემა “ArchDaily” -ის მკითხველები  გამოავლენენ თავის რჩეულ არქიტექტურულ პროექტს  15 სხვადასხვა კატეგორიაში. რესტორნების კომპლექსი “წისქვილი” ნომინირებულია კატეგორიაში „Hospotality Architecture”, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისათვის დაპროექტებულ შენობებს აერთიანებს.

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ რესტორან „წისქვილის“ სტუმარი, სავარაუდოდ დღემდე გემახსოვრებათ ის ემოცია და გამორჩეული გარემო, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე შექმნილ ამ მიკროსამყაროში გხვდებათ. ერთად მოვნიშნოთ საქართველო მსოფლიო ტურისტულ და პროფესიულ რუკაზე.  კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 8 თებერვლის ჩათვლით. ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ ლინკზე https://bit.ly/3r6pi3t  და მიჰყვეთ ინსტრუქციას.

რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ არქიტექტურული კომპანია „სტუდია 9“-ის გამორჩეული პროექტია. პროექტის ავტორია კომპანიის მთავარი არქიტექტორი მამუკა ჩხაიძე.

რესტორანი წისქვილი მდებარეობს ქ. თბილისში, ა. ბელიაშვილის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე 6607 კვ.მ ტერიტორიაზე. კომპლექსის მშენებლობა 2002  წელს დაიწყო. რესტორანი დაპროექტდა მდინარე მტკვრის სანაპიროზე რეალურად არსებული წყლის მინი წისქვილის ტერიტორიაზე.

რესტორანი წისქვილი არის ერთგვარი არქიტექტურის ენით გადმოცემული ისტორია და თანამედროვეობა. პროექტის კონცეფციაში ჩადებულია არქიტექტურული გადაწყვეტის კომპლექსურობა: ლანდშაფტის, ექსტერიერის, ინტერიერისა და შიდა ეზოს ერთიან სივრცედ წარმოდგენა, მისი ერთიანი აღქმა. არქიტექტორის ამ მიდგომით ექსტერიერიდან აღიქმება ინტერიერი და პირიქით. მუზეუმ-რესტორანში ტრადიციული და თანამედროვე მასალების მონაცვლეობით და კომპლექსის თვითოეული დეტალით შექმნილია არქიტექტურული შემოქმედებითი იდეა და მისი გადაწყვეტა.

რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ასევე ნომინირებულია  ევროკავშირის მის ვან დერ როეს 2022 წლის  პრიზზე, ნომინაციაში- თანამედროვე არქიტექტურა.

„წისქვილის“, როგორც გამორჩეული არქიტექტურული პროექტის წარმატება და აღიარება  მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ კონკრეტული ბიზნეს ობიექტისთვის და მისი ავტორისთვის, არამედ მთლიანად ქართული ჰორეკა სექტორისთვის.