კერძო სახლი დიღომში
პროექტის შესახებ
შიდა სივრცისკენ მიმართული არქიტექტურა
ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც აუზის თანხლებით ქმნის მშვიდ გარემოს და მინიმალიზმის ელეგანტურობას უსვამს ხაზს. ამ პროექტის მთავარი ამოცანა იყო შიდა სამყარო – სივრცე, სადაც სახლი და ეზო ერთ მთლიანობას ქმნის. ყოველი საძინებელი უკავშირდება ტერასას და თითოეული ტერასიდან გზა აუზისკენ მიგიძღვებათ. ნაკვეთზე არსებული საუკუნოვანი ხეები კონცეფციის შეუცვლელი ნაწილი გახდა – არქიტექტურა მათ ბუნებრივ მდგომარეობას მოერგო. ასე გაჩნდა სივრცე, რომელიც სინათლეს, სიმშვიდეს და ბუნებას აერთიანებს.
- მდებარეობა / Tbilisi
- სტატუსი / Completed