როგორ შევარჩიოთ არქიტექტურული კომპანიები
არქიტექტურული პროექტისთვის სწორი კომპანიის არჩევა შეიძლება რთული ამოცანა იყოს. უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი, რაც პროცესს კომპლექსურს ხდის. ბლოგში მოცემული რამდენიმე რჩევა გაგვცემს კითხვაზე პასუხს, თუ როგორ შევარჩიოთ არქიტექტურული კომპანიები და მათგან იმ ერთადერთზე შევჯერდეთ, რომელიც ზუსტად ჩვენს საჭიროებებზეა მორგებული.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია რა ტიპის არქიტექტურული პროექტი გაქვთ დაგეგმილი. სახლის აშენება გსურთ, თუ გადაკეთება გაქვთ გეგმაში? ახალი შენობაა, თუ უკვე არსებული, რომლის ცვლილებაც გინდათ? იქნებ მხოლოდ ინტერიერის დიზაინის სერვისები გჭირდებათ თქვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად?
სარჩევი
რა თქმა უნდა, მხოლოდ ამის ცოდნა არ არის საკმარისი. სანამ არქიტექტურული კომპანია ჩაერთვება საქმეში, მანამდე აუცილებელია გარკვევით ჩამოაყალიბოთ სურვილების სია. ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რისი გაკეთება გსურთ დანამდვილებით და რაზე გჭირდებათ პროფესიონალის აზრი. განსაზღვრეთ თქვენი ლიმიტი ფინანსური ხარჯებისთვის. ამის დადგენა თავიდან შეიძლება რთული იყოს, მაგრამ რამდენიმე მოთხოვნის მითითებაც კი დაგეხმარებათ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ ბიუჯეტზე.
თქვენს შემთხვევას მოარგეთ მსგავსი სტანდარტული კითხვები:
- რა არის თქვენი პროექტის მიზანი
- როგორი სივრცეები გინდათ
- ეს არის საცხოვრებელი პროექტი, ოფისი, თუ ორივე
- გაქვთ რაიმე კონკრეტული, აუცილებელი მითითებები
- რამდენი ოთახია საჭირო
- პროექტირების ფასები
მთელი ეს პროცესი – კომპანიის მოძებნა, პროექტის დაწყება, დასრულება, შეიძლება შრომატევადი და სტრესული იყოს, ამიტომ ორგანიზებულობა დაგეხმარებათ მინიმუმამდე დაიყვანოთ დახარჯული დრო, ასევე ენერგია. გარდა ამისა, წინასწარ მომზადება ხელს შეგიწყობთ მარტივად გაფილტროთ პოტენციური კომპანიები, რომელთანაც მომავალში ითანამშრომლებთ.
არქიტექტურული კომპანიები - შერჩევის ძირითადი მეთოდი
თქვენი სივრცისთვის ინტერიერის დიზაინერი და არქიტექტორის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც მიიღებთ ცხოვრებაში. განსაკუთრებით მაშინ, თუ აშენებთ საკუთარ სახლს, გჭირდებათ ისეთი არქიტექტურული კომპანია, რომელსაც ზედმიწევნით შეუძლია თქვენი ხედვა რეალობად აქციოს და ინტერიერის შესაბამისი დიზაინიც შემოგთავაზოთ.
პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, არის სამუშაოს ხარისხი. კარგ არქიტექტურულ ფირმას ჰყავს უმაღლესი კლასის არქიტექტორები, ინტერიერის დიზაინერები და ურბანისტები. მუშაობს საუკეთესო კონტრაქტორებთან, აქვს ძლიერი, გამძლე, ელეგანტური სახლების ფართო პორტფოლიო.
თუ გაინტერესებთ რას წარმოადგენს არქიტექტურული ფირმა, კარგად შეისწავლეთ მისი პორტფოლიო. ყურადღებით დააკვირდით მათი მუშაობის ხარისხსა და პროექტების ტიპებს, რომელთა გამოცდილებაც აქვთ. ეს დაგეხმარებათ დაადგინოთ, არის თუ არა კომპანია შესაფერისი იმ ტიპის პროექტისთვის, რომელიც გჭირდებათ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეიძლება ადამიანს ახალი შენობის აშენება სურს, ან მხოლოდ ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინი არის მის ინტერესებში. კარგ არქიტექტურულ კომპანიებს შეუძლიათ შემოგთავაზონ როგორც პროფესიონალური სრული არქიტექტურული მომსახურება ასევე სრული ინტერიერის დიზაინის სერვისი (დაწყებული იდეიდან პროექტის სისრულეში მოყვანამდე).
ქართულ ბაზარზე შეგხვდებათ არქიტექტურული კომპანიები, რომლებიც კონკრეტულად ერთი მიმართულებით მუშაობენ, ან რამდენიმე სერვისს აერთიანებენ.
არქიტექტურული სერვისი თბილისი და მთელს საქართველოში
ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია არქიტექტურული კომპანია იყოს კვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე. დამატებით დიდი პლუსია, თუ ის სერვისების ფართო არჩევანს გვთავაზობს.
არქიტექტურული კომპანია – Studio 9 2012 წლიდან მუშაობს ქართულ ბაზარზე არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, ქალაქგეგმარების მიმართულებით.
პორტფოლიო მაშინვე ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით კომპანიის გამოცდილებაზე. “სტუდია 9“-ს ნამუშევარი აქვს როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გადახედეთ დაპროექტებული ბიზნეს ობიექტების სიას, ნახავთ ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ის მოიცავს სასტუმროებს, რესტორნებს, საზოგადოებრივ, საცხოვრებელ კომპლექსებს.
მათ შორისაა სასტუმრო კომპლექსი Crowne Plaza ბორჯომში, ფოთის საკათედრო ტაძარი, რომელსაც “სტუდია 9”-ს დახმარებით საბოლოო რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. პროექტს სათავეში ედგა მამუკა ჩხაიძე, რომელიც “სტუდია 9”-ს მთავარი არქიტექტორი და დამფუძნებელია.
რეკონსტრუქცია იყო უმნიშვნელოვანესი, რათა ტაძარს მაქსიმალურად დაებრუნებინა ისტორიული სახე.
კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია რესტორნების კომპლექსი “წისქვილი”, რომელმაც რამდენიმე საერთაშორისო და სოლიდური დაჯილდოების ნომინაციაშიც გაიმარჯვა.
ასევე დაპროექტებულია არაერთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.
ინტერიერის დიზაინის მიმართულებით პროექტებს რომ გადაავლოთ თვალი, შეგხვდებათ საოფისე სივრცის დიზაინი, სხვადასხვა აპარტამენტების, ვილების, მუზეუმებისა და საცხოვრებელი სახლის დიზაინი. მათ შორის გამორჩეული პროექტი რესტორნების ქსელი “წისქვილი”-ს ინტერიერის დიზაინია.
დღეს მხოლოდ სახლის აშენება არ არის საკმარისი და უამრავი სპეციფიკური დეტალის ცოდნაა საჭირო, რასაც უნდა გვთავაზობდეს არქიტექტურული კომპანია.
“სტუდია 9”-ს არქიტექტურული სერვისები ინტერიერის დიზაინის გარდა მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან მომსახურებას, რაც აუცილებელია პროექტის წარმატებით დასრულებისთვის. ეს ვრცელი ჩამონათვალის მხოლოდ ნაწილია:
- წინასაპროექტო კვლევები, ქალაქგეგმარებითი დასკვნა, დასაბუთების დოკუმენტაციის სრულად მომზადება
- რეკომენდაციები, ესთეტიკური, არქიტექტურულ-სივრცითი გადაწყვეტების ვარიანტების შემუშავება
- გადაწყვეტების კონცეპტუალურ ვარიანტებზე მუშაობა, შესაბამისი ესთეტიკური, მოცულობითი, ფუნქციონალური გადაწყვეტების დამუშავება
- სრული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად (კვლევები, ვიზუალური მასალა,დასაბუთება)
- არქიტექტურული პროექტირების მეორე სტადიის – არქიტექტურული პროექტის სანებართვო დოკუმენტაციის შექმნა
- არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის შემუშავება
- არქიტექტურული პროექტირების მესამე სტადიის დასრულება, რაც მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად სრული დოკუმენტაციის მომზადებას გულისხმობს
- განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) და განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ) დამტკიცებისათვის ორივე სტადიის სრული დოკუმენტაციის შემუშავება. სამშენებლო არეალის ქალაქგეგმარებითი დამუშავება, კონცეპტუალური გადაწყვეტების შემუშავება.
დეტალურად გაწერილი არქიტექტურული სერვისი უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ტიპის პროექტისათვის.
გამოცდილი არქიტექტორები და პროფესიონალთა გუნდი
მას შემდეგ რაც გაეცნობით კომპანიის პორტფოლიოსა და სერვისებს, რეკომენდებულია, რომ კონკრეტულ ადამიანებზე მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია. ვისთან მოგიწევთ მუშაობა და ვის მიანდობთ თქვენი გეგმების განხორციელებას.
მაშინ, როცა შეამცირებთ პოტენციური კომპანიების სიას, შეხვდით გუნდს და გაესაუბრეთ მათ. დასვით კითხვები მათ გამოცდილებასთან დაკავშირებით და გაიგეთ მუშაობის სტილის შესახებ უფრო მეტი.
ნუ შეგეშინდებათ კითხვების დასმა. დარწმუნდით, რომ არქიტექტურულ კომპანიას ესმის პროექტის არსი და თქვენი ხედვა. ჰკითხეთ მათ ვადებზე, პროცესსა და გამოცდილებაზე მსგავს პროექტებთან დაკავშირებით. ნუ შეგეშინდებათ ახსნა-განმარტების მოთხოვნა იმ თემებზე, რაც არ გესმით.
“სტუდია 9”-ს შემთხვევაში კომპანიას სამოქმედო გეგმა დეტალურადაა გაწერილი და დამკვეთთან სისტემატური კომუნიკაცია აქვს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია, (იქნება ეს მრავალბინიანი, თუ ინდივიდუალური სახლების პროექტი) დამკვეთმა კომპლექსური მომსახურება მიიღოს.
ეს გულისხმობს კონცეფციის ეტაპიდან მშენებლობის დასრულებამდე პროცესის ეფექტურ და დროში მკაფიოდ გაწერილ მართვას.
როგორც აქამდე აღვნიშნეთ, კომპანიის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორია მამუკა ჩხაიძე არაერთი ცნობილი პროექტის ავტორი და გამორჩეული ხელწერის მქონე არქიტექტორი.
თავის დროზე იყო როგორც ქალაქ ფოთის, ასევე თბილისის მთავარი არქიტექტორი.
საქართველოს გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განხორციელებული აქვს ასზე მეტი პროექტი, მათ შორისაა მსხვილი ქალაქების ცენტრების დეტალური დაგეგმარება. მამუკა ჩხაიძე არის საერთაშორისო არქიტექტურული პრემიების და იუნესკოს პრემიის ლაურეატი.
მას მიღებული აქვს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პრემია რესპუბლიკის კონკურსზე – წლის საუკეთესო ნაგებობა, ასევე არაერთი საერთაშორისო პრემია.
2021 წელს მისი საავტორო პროექტი რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ წარადგინეს ევროკავშირის “მის ვან დერ როეს” პრიზზე თანამედროვე არქიტექტურის ნომინაციაში.
ასევე, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა არქიტექტურულმა გამოცემა ArchDaily-იმ კომპლექსი “წისქვილი“ წარადგინა ჯილდოზე – 2022 წლის საუკეთესო შენობა.
გამოცემამ კომპლექსი Hospitality Architecture კატეგორიაში გაიყვანა, რაც გულისხმობს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისათვის დაპროექტებულ შენობას.
“წისქვილი” არ არის ერთი კონკრეტული მიზნისთვის შექმნილი ადგილი, აქ გაერთიანებულია რამდენიმე იდეა. ის არის როგორც სახელოვნებო სივრცე, ასევე გასტრონომიული დატვირთვა აქვს. მუზეუმ-რესტორანი “წისქვილი” ამავე პრინციპით არის როგორც ისტორიის თვალსაჩინო მაგალითი, ასევე თანამედროვეობის დეტალებსაც ითვალისწინებს.
პროექტი საკმაოდ დიდ და კომპლექსურ კონცეფციას ეფუძნება, რაც გამოხატულია იმით, რომ შიდა ეზო, ლანდშაფტი, ექსტერიერი და ინტერიერი ერთიანად იყოს აღქმული აქ მოსული ადამიანის მიერ. ამ სივრცეში ყველა დეტალი ისეა გათვალისწინებული თითქოს ყველაფერი გაერთიანებულია – ექსტერიერიდან ინტერიერი აღიქმება და პირიქით. მუზეუმ-რესტორნის დიზაინი უნაკლოა და ეტყობა სპეციფიკური არქიტექტურული ხედვა, შემოქმედებითი იდეა და მისი გადაწყვეტის ორიგინალური გზა.
“სტუდია 9” ზუსტად ის არქიტექტურული სახელოსნოა, რომელიც ყოველთვის საინტერესო პროექტებით გამოირჩევა. ამიტომაც კომპანია ხშირად გამხდარა ამა თუ იმ ქალაქის, არქიტექტურული სახე.
პროექტირების ფასები
მას შემდეგ რაც დეტალურად გაეცნობით პორტფოლიოს და დარწმუნდებით, რომ არქიტექტურული კომპანია ნამდვილად კომპეტენტურია თქვენი პროექტისთვის, გაეცნობით გუნდს და ნახავთ, როგორ ესმით თქვენი ჩანაფიქრი და იდეა, შემდეგ განსასაზღვრია პროექტირების ფასები.
გამოცდილი არქიტექტურული კომპანია ზუსტად მოგახსენებთ ბიუჯეტის შესახებ, მთავარია თქვენ ჩამოყალიბებული გქონდეთ სამოქმედო გეგმა.
ამიტომაა მნიშვნელოვანი თავიდანვე იცოდეთ როგორია თქვენი პროექტი. როგორ გინდათ სახლის აშენება, რა ტერიტორიაზე, რამდენი ოთახით, ან თუ ინტერიერის დიზაინი გსურთ ამ შემთხვევაშიც რა მიმართულებით გინდათ წასვლა, რა არის თქვენი სტილი და ა.შ.
თავისთავად არქიტექტურული ფირმა დაგეხმარებათ ნებისმიერ შემთხვევაში და პროფესიონალურ მოსაზრებებს გაგიზიარებთ პროექტთან დაკავშირებით. საბოლოოდ ეფექტური კომუნიკაციის მეშვეობით გექნებათ წარმოდგენა როგორი იქნება არქიტექტურული პროექტირების ფასი.
პროექტისთვის სწორი არქიტექტურული კომპანიის არჩევა აუცილებელია. წინასწარ ჩატარებული კვლევა-ძიებით, გუნდის გაცნობით, სწორი კითხვების დასმით, უზრუნველყოთ, რომ მოიძიოთ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი თქვენი პროექტისთვის. შესაბამისი კომპანიის წყალობით, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი პროექტი დროულად და სრულყოფილად შესრულდება.
იხილეთ ასევე ჩვენი ბლოგები:
სამზარეულოს დიზაინი 2023: როგორ შევქმნათ ფუნქციური და ლამაზი სივრცე
როგორ შევარჩიოთ ბავშვის ოთახის დიზაინი